მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსლვათა 4:10

9. და იყოს უკუეთუ არა ჰრწმენეს შენი ორთა ამათ სასწაულთა, არცა ისმინონ ჴმისა შენისაჲ, მოიღო წყლისა მისგან მდინარისა და დასთხიო ჴმელსა ზედა. და იყოს წყალი, რომელიცა მოიღო მდინარისაგან, სისხლ ჴმელსა ზედა10. ჰრქუა მოსე უფალსა: გევედრები, უფალო, ვერ შემძლებელ ვარ პირველ გუშინდლითგან და ძუღანდლის დღის წინათგანვე, არცა ვინათგან იწყე სიტყუად მსახურისა შენისა, რამეთუ ჴმაწულილ და ენამძიმე ვარ მე.11. ჰრქუა უფალმან მოსეს: ვინ მოსცა პირი კაცსა, ანუ ვინ შექმნა მსმენელი და ყრუ მხედველი და ბრმაჲ, ანუ არამეა უფალმან ღმერთმან?
გამოსლვათა თავი 4
10. ჰრქუა მოსე უფალსა: გევედრები, უფალო, ვერ შემძლებელ ვარ პირველ გუშინდლითგან და ძუღანდლის დღის წინათგანვე, არცა ვინათგან იწყე სიტყუად მსახურისა შენისა, რამეთუ ჴმაწულილ და ენამძიმე ვარ მე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. უფლის შეწევნა მიტოვებულ მოციქულს:

...მოციქულებს ყველაფერი არ შეეძლოთ, ან ყველაფერი მადლით არ განეგებულებოდათ, რათა ვინმეს ისინი იმაზე მეტად არ შეერაცხა, ვიდრე ხედავდა. ამას ვხედავთ იმ ნეტარ მართლებთანაც, რომლებიც მათზე ადრე იყვნენ, როგორც მოსესთან: იგი, როგორც წერილია, იყო „ჴმაწულილ და ენამძიმე“ (); რატომ არ შეუცვალა მას ეს ხმის სისუსტე? ხშირად მწუხარებისა და გულმოკლულობისგან ირყეოდა; აღთქმის მიწაზე კი არ შესულა.

3. მოციქულთა უძლურება და მადლის ნუგეში

რამეთუ ღმერთი ბევრ რამეს უშვებდა, რათა გამოჩენილიყო ადამიანური ბუნების უძლურება. თუ ამ ყოველივეს შემდეგაც კი უგრძნობელი იუდეველები ამბობდნენ: „კაცსა მას მოსეს, რომელმან გამომიყვანა ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით, არა ვიცით, რაჲ შეემთხჳა მას“ (), თუნდაც მას ისინი აღთქმის ქვეყანაში შეეყვანა, რაღას აღარ ჩაიდენდნენ? ღმერთს რომ არ დაეშვა, ფარაონის შიშს მასზე ძალა ჰქონოდა, განა ღმერთად არ ჩათვლიდნენ მას? ასევე ვხედავთ...

სრულად ნახვა