...ნი — ალად ცეცხლისა"** (), ხოლო ადამიანების შესახებ: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ" (); და კიდევ: „ძენი ვშვენ და აღვამაღლენ" (); და კიდევ: „ძე ჩემი პირმშო არს ისრაჱლი" (); ანგელოზს კი არსად ეწოდება არც ძე, არც ძე ღმრთისა. მაგრამ რას ამბობენ ისინი? მართლაც, ანგელოზები იყვნენ, მაგრამ, რადგან უსჯულო საქმისთვის ჩამოვიდნენ (ცით მიწაზე), ღირსება დაკარგესო. ეს კიდევ უფრო დიდი სისულელეა! მაშ, რა? ახლა ღირსება დაკარგეს და სწორედ ეს იყო მათი დაცემის მიზეზი? მაგრამ წერილი სხვაგვარად გვასწავლის: პირველი ადამიანის შექმნამდე კიდევ დაკარგეს თავიანთი ღირსება — როგორც ეშმაკმა, ისე იმ (სულებმა), ვინც მასთან ერთად უფრო მაღალ ღირსებას ეძებდნენ, როგორც ბრძენი ამბობს: „შურითა ეშმაკისათა სიკუდილი სოფელსა შემოჴდა" (სიბრძნ 2:24). მართლაც, მითხარი, ადამიანის შექმნამდე რომ არ დაცემულიყო ეშმაკი, როგორ შეშურდებოდა ადამიანის, თავის ღირსებაში მყოფს? რა აზრი აქვს იმას, რომ ანგელოზმა შეშურა ადამიანი, უხორცომ და ასეთი პატივის მქონემ — ხორცშემოსილს? მაგრამ, რადგან (ეშმაკი) უმაღლესი დიდებიდან უკიდურეს უპატივცემულობაში ჩამოვარ...
გამოსლვათა 4:22
21. ჰრქუა უფალმან მოსეს: მი-რა-ხჳდე შენ ეგჳპტედ და მიიქცე, იხილე ყოველი იგი ნიშები, რომელ მიგეც ჴელთა შენთა, ქმენ იგი წინაშე ფარაოჲსა. ხოლო მე განვაფიცხო გული მისი და არა გამოუტეოს ერი იგი.22. ხოლო შენ არქუ ფარაოს: ამას იტყჳს უფალი: ძე ჩემი პირმშო არს ისრაჱლი.23. გარქუ შენ: გამოუტევე ერი ჩემი, რათა მმსახურებდენ მე, უკუეთუ არა ინებო გამოვლინებად, იხილე: მე მოვკლა ძე შენი პირმშოჲ.
გამოსლვათა თავი 4