მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 1:11

10. მარადის ლოცვათა შინა ჩემთა ვევედრები, რაჲთა აწ ღათუ სამე წარმემართოს მე ნებითა ღმრთისაჲთა მისლვად თქუენდა,11. რამეთუ მსურის ხილვაჲ თქუენი, რაჲთა მი-რაჲმე-გცე თქუენ მადლი სულიერი დასამტკიცებელად თქუენდა.12. ხოლო არს ესე თანა-ნუგეშინის-ცემა თქუენ შორის ურთიერთარსი იგი სარწმუნოებაჲ თქუენი და ჩემი.
ჰრომაელთა მიმართ თავი 1
11. რამეთუ მსურის ხილვაჲ თქუენი, რაჲთა მი-რაჲმე-გცე თქუენ მადლი სულიერი დასამტკიცებელად თქუენდა.
თავი პირველი სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მსურის ხილვაჲ თქუენი (1,11).:

თარგმანი: მსურის ხილვაჲ თქუენიო, არამედ არა თუ ცუდად რაჲმე და უგუნურად მსურის, გარნა რაჲთა მადლი სულიერი მიგცე. ხოლო მადლად იტყჳს სწავლასა მისსა, რომელი-იგი მადლისა მიერ ღმრთისა იყო ჭეშმარიტად.

თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ვევედრები, რაჲთა აწღა თუ სადმე წარმემართოს მე ნებითა ღმრთისაჲთა მისლვად თქუენდა, რამეთუ მსურის ხილვაჲ თქუენი, რაჲთა მიგცე თქუენ მადლი სულიერი დასამტკიცებელად თქუენდა (1,10-11).:

წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისა განვრცელებითთა თარგმანთაგან შემოკლებით გამოკრებული და მრავალწიგნობისაგან ერთ წიგნ ყოფად შემოკრებული თარგმანებაჲ ებისტოლეთა წმიდისა პავლე მოციქულისათაჲ

თარგმანებაჲ ჰრომაელთა მიმართისა ებისტოლისაჲ

სახარებითი მოძღურებაჲ გარეშეთა მიმართ მადლისათა და მადლსა შინა მყოფთა, და სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა

გუაკურთხენ, მამაო.

პავლე, მონაჲ იესუ ქრისტესი, ჩი მოციქული (1,1).

თარგმანი: შორიელთა მ მისწერს, ამისთჳს დასწე სახელ თჳსსა რომელი-იგი მას ამისთჳს შეეცვალა უფლისა მიერ სავლეობისაგან პავლედ, რაჲთა არცა ამით აჲთმე ნაკლულევან იყოს პეტრესგან, თავისა მის მოციქულთაჲსა, რომელსა-იგი სიმონობაჲ პეტრედ შეეცვალა. ხოლო მონად ამისთჳს სახელ-იდებს, რამეთუ მრავალთა მათგან და თითოფერთა სახეთა მონებისა ღმრთისათა არცა ერთი რაჲ აკლდა მას. ამას თანა იესუდ უწოდს უფალსა ჩუენსა კაცებისათჳს, ხოლო ქრისტეს — საცხებელისა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის