თარგმანი: რამეთუ მისლვად სურვიელ იყო და გარეგან ნებისა ღმრთისა არა ენება ამისი ქმნაჲ. ხოლო ესე მიუწერა, რაჲთა მათცა ცნან, ვითარმედ თჳნიერ ღმრთისა ბრძანებისა არარას იქმს, და არა მეწუხნენ არა-მისლვისათჳს. რამეთუ დიდი პავლე თჳნიერ ღმრთისა ბრძანებისა არასადა წარვიდოდა, და კუალად მისთჳს თქუა ესე, რაჲთა ასწავოს მათცა და ჩუენ ყოველთა, რაჲთა ყოველსავე საქმესა ჩუენსა ვედრებითა ღმრთისაჲთა ვიქმოდით.
ჰრომაელთა მიმართ 1:13
12. ხოლო არს ესე თანა-ნუგეშინის-ცემა თქუენ შორის ურთიერთარსი იგი სარწმუნოებაჲ თქუენი და ჩემი.13. არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, რამეთუ მრავალგზის მინდა მისლვად თქუენდა და დავეყენე მოაქამდე, რაჲთა თქუენ შორისცა ნაყოფი რაჲმე მაქუნდეს, ვითარცა სხუათა მათ შორის თესლთა.14. წარმართთა და ბარბაროზთა, ბრძენთა და უგუნურთა თანა-მდებ ვარ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 1