თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ არა თუ ზომით რაჲმე აქუნდა უკეთურებაჲ, არამედ ყოვლითავე ბოროტითა გარდარეულად სავსე იყვნეს. რამეთუ, რაჟამს ღმრთისა გარემიქცევაჲ იქმნას, სამართლად ყოველნივე ბოროტნი შემოვლენ, რომლისათჳსცა მოციქულმან თქუა, ვითარმედ: ყოვლითავე უკეთურებითა სავსე იქმნეს. და მერმე თითოეულადცა წარმოთქუნა ურჩულოებანი მათნი, და იტყჳს ბოროტებად მოყუსისა ვნებად მოსწრაფებასა, და ამას თანა დააწესებს ანგაჰრებასა — გულისთქუმასა მას უმეტესისა ქონებისასა, და შურსა მას — პირველითგან შემოსრულსა კაცთა შორის ბოროტსა, და სხუათა მათ შემდგომითი-შემდგომთა ბოროტთა, რომელნი-იგი ჭეშმარიტად ღმრთისა დატევებისა სახე იყვნეს.
ჰრომაელთა მიმართ 1:30
29. აღსავსენი ყოვლითა სიცრუითა, სიძვითა, უკეთურებითა, ანგაჰრებითა, ბოროტებითა, სავსე შურითა, კაცის-კლვითა, ჴდომითა, ზაკუვითა, ბოროტის ჩუეულებითა,30. ცუნდრუკებითა, ძჳრის მეტყუელ, ღმრთის შემაწუხებელ, მაგინებელ, ამპარტავან, ლაღ, მომპოვნებელ ბოროტისა, მამა-დედათა ურჩ,31. უგულისჴმო, უწესო, უყუარულ, უწირავ, უწყალო,
ჰრომაელთა მიმართ თავი 1