თარგმანი: რაჲ არს თუ "მომპოვნებელ ბოროტისა"? ამას მოასწავებს, ვითარმედ ესოდენი უკეთურებაჲ შემოერია, რომელ ბოროტთა უცხოთა, რომელნი არა იცნოდნეს, იქმნეს მომგონებელ და მომპოვნებელ.
30. ცუნდრუკებითა, ძჳრის მეტყუელ, ღმრთის შემაწუხებელ, მაგინებელ, ამპარტავან, ლაღ, მომპოვნებელ ბოროტისა, მამა-დედათა ურჩ,31. უგულისჴმო, უწესო, უყუარულ, უწირავ, უწყალო,32. რომელთა სამართალი ღმრთისაჲ იცოდეს, რამეთუ ესევითარისა მოქმედნი ღირს არიან სიკუდილისა; არცა ხოლო ამას იქმან, არამედ თანაცა სათნო-ეყოფვიან მოქმედთა მათ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 1