მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 10:11

10. რამეთუ გულის გრწამს სიმართლედ, ხოლო პირითა აღიარებ საცხორებელად.11. რამეთუ იტყჳს წიგნი: ყოველსა რომელსა ჰრწმენეს მისა მიმართ, არასადა ჰრცხუენეს.12. რამეთუ არა არს განწვალება ჰურიისა და წარმართისაჲ, რამეთუ თავადი არს უფალი ყოველთაჲ, რომელი განამდიდრებს ყოველთა, რომელნი ხადიან მას.
ჰრომაელთა მიმართ თავი 10
11. რამეთუ იტყჳს წიგნი: ყოველსა რომელსა ჰრწმენეს მისა მიმართ, არასადა ჰრცხუენეს.
თავი ი̂ე. ვითარმედ ურწმუნოებისაგან იქმნა დაცემაჲ მათი, უმეცრებისათჳს სიმართლესა ღმრთისასა, რამეთუ არა დაემორჩილნეს იგინი მადლსა მას ქადაგებისასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ იტყჳს წიგნი: "ყოველსა რომელსა ჰრწმენეს მისსა მიმართ, არასადა ჰრცხუენეს"; რამეთუ არა არს განწვალება ჰურიისა და წარმართისა (10,11-12).:

თარგმანი: ესაიაჲს მიერ შემოღებითა წამებისაჲთა სარწმუნო ჰყოფს, რამეთუ არა არს განყოფილება შორის ჰურიისა და წარმართისა, ვინაჲთგან, რომელსაცა ჰრწმენეს, მასცა არა ჰრცხუენეს. ამით სიტყჳთა დაამდაბლებს ზუაობასა ჰურიათასა, რომელთა-იგი უზეშთაეს წარმართთა შეერაცხნეს თავნი მათნი ამისთჳს დაუმტკიცებს, ვითარმედ სწორთაგანი სარწმუნოებითა არავინ უდარეს იქმნეს მადლისა ნაკლულევანებითა.

მოძღვრება მეხუთესა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

განმარტება კვირიაკის სამოციქულიოსა (რომ. 10, 1-11).

ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! საღმრთო ლიტურღიის, ანუ წირვის აღსრულებასა შინა, უმთავრესთა წესთაგანი არის წაკითხვა სახარებისა და სამოციქულოისა. მაშასადამე, ვისაც ჰსურს ჯეროვნად და სასარგებლოდ მოსმენა წირვისა და მიღება მადლისა, მან ყოველთვის საკუთარი ყურადღება უნდა მიაქციოს რიგის სამოციქულოსა და სახარებასა ზედა და ეცადოს, რომ კარგად გაიგოს აზრი და დარიგება, რომელნიც არიან მათ შინა.

აწინდელთა კვირიაკეთა შინა, ესე იგი შემდგომად სულის წმინდის მოფენისა, ყოველს წირვაზედ წაიკითხებიან სამოციქულოსაგან რომაელთა მიმართ წმინდისა პავლე მოციქულისა ისრეთნი თავნი და მუხლნი, რომელნიც იპყრობენ თვის შორის დიდსა და ღრმასა სწავლასა. მეტადრე დღეს წაკითხული სამოციქულო წინა-დაგვიდებს ერთობ ღრმასა სწავლასა, რომელსა ყოველი ქრისტიანე ვერ გაიგებს ჯეროვნად, უკეთუ არ ეყოლა ხელმძღვანელი. ამისათვის, შეწევნითა ღვთისათა, ავხსნათ აზრი დღეს წაკითხულის სამოციქულოისა, ხოლო ხელმძღვანელად ჩვენდა მოვუწოდოთ დიდსა და წმინდასა მამასა ჩვენსა იოანე ოქრო-პირსა, რომელმან დაგვიტოვა ჩვენ ვრცელი და მშვენიერი განმარტება...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის