მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 10:12

11. რამეთუ იტყჳს წიგნი: ყოველსა რომელსა ჰრწმენეს მისა მიმართ, არასადა ჰრცხუენეს.12. რამეთუ არა არს განწვალება ჰურიისა და წარმართისაჲ, რამეთუ თავადი არს უფალი ყოველთაჲ, რომელი განამდიდრებს ყოველთა, რომელნი ხადიან მას.13. რამეთუ ყოველმან რომელმან ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს.
ჰრომაელთა მიმართ თავი 10
12. რამეთუ არა არს განწვალება ჰურიისა და წარმართისაჲ, რამეთუ თავადი არს უფალი ყოველთაჲ, რომელი განამდიდრებს ყოველთა, რომელნი ხადიან მას.
თავი ი̂ე. ვითარმედ ურწმუნოებისაგან იქმნა დაცემაჲ მათი, უმეცრებისათჳს სიმართლესა ღმრთისასა, რამეთუ არა დაემორჩილნეს იგინი მადლსა მას ქადაგებისასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ იტყჳს წიგნი: "ყოველსა რომელსა ჰრწმენეს მისსა მიმართ, არასადა ჰრცხუენეს"; რამეთუ არა არს განწვალება ჰურიისა და წარმართისა (10,11-12).:

თარგმანი: ესაიაჲს მიერ შემოღებითა წამებისაჲთა სარწმუნო ჰყოფს, რამეთუ არა არს განყოფილება შორის ჰურიისა და წარმართისა, ვინაჲთგან, რომელსაცა ჰრწმენეს, მასცა არა ჰრცხუენეს. ამით სიტყჳთა დაამდაბლებს ზუაობასა ჰურიათასა, რომელთა-იგი უზეშთაეს წარმართთა შეერაცხნეს თავნი მათნი ამისთჳს დაუმტკიცებს, ვითარმედ სწორთაგანი სარწმუნოებითა არავინ უდარეს იქმნეს მადლისა ნაკლულევანებითა.

თავი ი̂ე
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ არა არს განწვალებაჲ ჰურიისა და წარმართისაჲ, რამეთუ თავადი არს უფალი ყოველთაჲ, რომელი განამდიდრებს სახელსა უფლისასა, ცხოვნდეს (10,12-13).:

თარგმანი: არა არსო განწვალებაჲ ჰურიისა და წარმართისაჲ, ვითარმცა ერთი უადვილე ცხოვნდებოდა და ერთი უძნელე. არამედ ყოველთა სწორად შეიწყნარებს ქრისტე, რომელიცა მიიქცეს მისა. და რომელიცა უვარჰყოფდეს მას, ყოველივე წარწყმდების.

ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. სასუფევლის ძალით მიტაცება და მოთმინება:

...ეტად მცირდება? ამიტომ ნუ მივეჯაჭვებით სიღარიბეს, არამედ სიმდიდრე ავირჩიოთ. ღვთის სიმდიდრე ის არის, რომ მრავალი იყოს სასუფევლით მოსარგებლე. ამბობს: „რომელი განამდიდრებს ყოველთა, რომელნი ხადიან მას.“ () გაზარდე მისი ქონება; გაზრდი კი, თუ მოიტაცებ, თუ მეტს მოიხვეჭ, თუ ძალას იხმარ. ნამდვილად საჭიროა ძალისხმევა. რატომღა? იმიტომ, რომ მრავალია დამაბრკოლებელი: ცოლები, შვილები, საზრუნავები, ამქვეყნიური საქმეები, მათთან ერთად დემონები და თვით დემონთა წინამძღოლი, ეშმაკი. ამიტომ საჭიროა ძალისხმევა, საჭიროა მოთმინება. ვინც ძალისხმევას იჩენს, შრომაშია.

როგორ? ყველაფერს ითმენს და აუცილებლობის წინაშე მტკიცედ დგას. როგორ? თითქმის შეუძლებელსაც კი ხელს ჰკიდებს....

სრულად ნახვა