მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 10:13

12. რამეთუ არა არს განწვალება ჰურიისა და წარმართისაჲ, რამეთუ თავადი არს უფალი ყოველთაჲ, რომელი განამდიდრებს ყოველთა, რომელნი ხადიან მას.13. რამეთუ ყოველმან რომელმან ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს.14. ვითარ უკუე ხადონ, რომლისა მიმართ არა ჰრწმენა? ანუ ვითარ-მე ჰრწმენეს, რომლისაჲ არა ისმინეს? ანუ ვითარ-მე ისმინონ თჳნიერ ქადაგებისა?
ჰრომაელთა მიმართ თავი 10
13. რამეთუ ყოველმან რომელმან ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს.
თავი ი̂ე. ვითარმედ ურწმუნოებისაგან იქმნა დაცემაჲ მათი, უმეცრებისათჳს სიმართლესა ღმრთისასა, რამეთუ არა დაემორჩილნეს იგინი მადლსა მას ქადაგებისასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ თავადი არს უფალი ყოველთაჲ, რომელი განამდიდრებს ყოველთა, რომელნიცა ხადიან მას, რამეთუ ყოველმან რომელმან ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს (10,12-13).:

თარგმანი: ზემო მამისათჳს იტყოდა: ანუ ჰურიათაჲ-მე ხოლო არსა ღმერთი, და არა წარმართთაჲცა? ხოლო აქა ძისათჳს იტყჳს, ვითარმედ თავადი არს უფალ ყოველთა, რაჲთა შენ გასწავოს, ვითარმედ ზოგად და სწორად შეურაცხიეს სამთადვე: რაჲცა რაჲ თქუას რომლისაცა ერთისა სამთაგანისათჳს, რამეთუ ერთ არს უფლებაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ. ვინაჲცა შემდგომი ესე სიტყუაჲ ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: თავადი არს უფალ ყოველთა, რომელი განმდიდრდების ყოველთა მიმართ, რომელნი ხადოდინ მას, რამეთუ ამით აჩუენებს, ვითარმედ ფრიად სწყურის ქრისტესა ცხორებაჲ ჩუენი, და ესოდენ ფრიად, რომელ თჳსად სიმდიდრედ შეჰრაცხს, რაოდენცა მრავალთა ჰრწმენეს მისსა მიმართ და ცხონდენ. ამას რაჲ იტყჳს, ჰურიათა გონებისა სივიწრესა განავრცობს, ვითარმედ: ნუ გეშინინ მისგან, რომელსა თჳსად სიმდიდრედ შეურაცხიეს ცხოვნებაჲ კაცთაჲ; ვითარმცა გარე-მიაქცია ცხოვნებაჲ მრავალთაჲ, არამედ ყოველთა აცხოვნებს, ვიეთნიცა ხადოდინ მას, წინა-მოსწავებისაებრ იოველ წინაჲსწარმეტყუელისა.

თავი ი̂ე
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ არა არს განწვალებაჲ ჰურიისა და წარმართისაჲ, რამეთუ თავადი არს უფალი ყოველთაჲ, რომელი განამდიდრებს სახელსა უფლისასა, ცხოვნდეს (10,12-13).:

თარგმანი: არა არსო განწვალებაჲ ჰურიისა და წარმართისაჲ, ვითარმცა ერთი უადვილე ცხოვნდებოდა და ერთი უძნელე. არამედ ყოველთა სწორად შეიწყნარებს ქრისტე, რომელიცა მიიქცეს მისა. და რომელიცა უვარჰყოფდეს მას, ყოველივე წარწყმდების.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის