თარგმანი: კუალად იტყჳს, ვითარმედ, დაღაცათუ მრავალთა ვქადაგეთ, თქუას ვინმე: "ნუუკუე ისრაჱლმან ვერ გულისჴმა-ყოა ძალი ქადაგებისაჲ?" არამედ უკუეთუ წარმართთა გულისჴმა-ყვეს, რომელთა პირველ ამისსა არცა ერთი რაჲ სიტყუაჲ ღმრთისაჲ ასმიოდა, ჰურიათამცა ვითარ ვერ გულისჴმა-ყვეს, რომელთა პირველად თჳთ შჯულისმდებელმან მათმან მოსე წინამოსწავებით ჰრქუა გალობასა მას შინა მეორისა შჯულისასა, ვითარმედ: "მე გაშურვო თქუენ არა-ნათესავსა მას"; ესე იგი არს, ერსა მას ზედა ესოდენ უგულისჴმოსა, რომელი არცაღა თუ ნათესავად აღრაცხილ არს გარღარეულისა მისთჳს უგულისჴმოებისა და კერპთმსახურებისა, რომელთა მოქცევაჲ მებრ კმა-გეყოფვოდა თქუენ ადგილად გამოძიებისა და უფროჲსღა მაშინ, რაჟამს თქუენ განითხეოდეთ და იგინი შეწყნარებულ იქმნებოდეს. ამით მხოლოდ ჯერ-იყო სინანულად მოქცევაჲ თქუენი, უკუეთუმცა არა ნებსით დაგევიწყა წინამოსწავებაჲ შჯულისმდებელისაჲ.
ჰრომაელთა მიმართ 10:19
18. არამედ ვთქუა: ნუუკუე არა ესმაა? არამედ იტყჳს, ვითარმედ: ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი, და კიდეთა სოფლისათა - სიტყუანი მათნი.19. არამედ ვიტყჳ: ნუუკუე ისრაჱლმან არა ცნაა? პირველად მოსე იტყჳს: მე გაშურვო თქუენ არა ნათესავსა მას ზედა და ნათესავითა მით უგულისჴმოჲთა განგარისხნე თქუენ.20. ხოლო ესაია იკადრებს და იტყჳს: ვეპოვე მათ, რომელნი მე არა მეძიებდეს, და განვეცხადე მათ, რომელნი მე არა მიკითხვიდეს.
ჰრომაელთა მიმართ თავი 10