თარგმანი: ჵ განცხადებულსაღა შესმენასა ჰურიათასა, რომელ ჰყოფს ჴმამაღალი ესე წინაჲსწარმეტყუელთა შორის! რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: "რად არა ჩუენ გუეპოა და გამოგუეცხადა?" — ამისთჳს შეასმენს, ვითარმედ ყოველსავე მას ჟამსა განჴორციელებისა და სოფელსა შინა ქცევისასა, და უფროჲსღა მიერ ეგჳპტით გამოყვანებითგან მათით, რამეთუ ორივე ესე ითქუმის დღედ ყოვლად, მარადის განეპყრნეს ჴელნი მოქენედ და მვედრებელად ერისა მის ურჩისა და მაცილობელისა, რაჲთა ვითარ მოაქცინეს იგინი მისსა; რომელი-ესე პოვნისა და განცხადებისა უზეშთაეს არს, რაჟამს ძრვითა ჴელთაჲთა მოქენე ვინმე იყოს ვისსამე, და იგი ყოვლად არა ისმენდეს მისსა. რამეთუ ესე იყო ღმრთისა მიერ მათდა მიმართ განპყრობაჲ ჴელთაჲ, რაჟამს მარადის ენება შეტკბობაჲ მათი წიაღთა თჳსთა, უკუეთუ ოდენ ისმინონ მისი, მოიქცენ და შეუვრდენ მას.
ჰრომაელთა მიმართ 10:21
20. ხოლო ესაია იკადრებს და იტყჳს: ვეპოვე მათ, რომელნი მე არა მეძიებდეს, და განვეცხადე მათ, რომელნი მე არა მიკითხვიდეს.21. ხოლო ისრაჱლისა მიმართ იტყჳს: დღესა ყოველსა განვიპყრენ ჴელნი ჩემნი ერისა მიმართ ურჩისა და მაცილობელისა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 10