თარგმანი: გამოსახულნი არიან სიტყუანი ესე მოციქულისა მიერ, ვითარცა წარმართთაგანთა მაგიერ, ვითარმცა იტყოდა ვინმე წარმართთაგანი, თუ რაჲსათჳს არა ვიქადდე ამათ ესოდენთა კეთილთა ზედა, რომელნი მომეცნეს. ესენი გარდასტყდეს და მე დავემყენ და მკჳდრ ვიქმენ მამათა მათთა დიდებისა და მათდა მიცემულთა აღთქუმათა; მე, უცხოჲ ესე და არა-ზიარი! ხოლო იტყჳს მოციქული, ვითარმედ: "კეთილ!" ესე იგი არს, ვითარმედ: მაგას კეთილსა და სამართალსა იტყჳ.
ჰრომაელთა მიმართ 11:19
18. ნუ ექადი რტოთა მათ. ხოლო უკუეთუ ექადი, არა თუ შენ ძირი იგი გიტჳრთავს, არამედ ძირსა მას - შენ.19. სთქუა უკუე: გარდასტყდეს რტონი იგი, რაჲთა მე დავემყნა,20. კეთილ! იგინი ურწმუნოებითა მათითა გარდასტყდეს, ხოლო შენ სარწმუნოებითა სდგა; ნუ ჰმაღლოი, არამედ გეშინოდენ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 11