მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 11:29

28. სახარებისა მისგან - მტერ თქუენდა, ხოლო რჩეულებისა მისგან - საყუარელ მამათათჳს.29. რამეთუ შეუნანებელ არიან მადლნი იგი და ჩინებანი ღმრთისანი.30. რამეთუ ვითარცა-იგი თქუენცა ოდესმე ურჩ ექმნენით ღმერთსა, ხოლო აწ შეიწყალენით მათითა მით ურჩებითა,
ჰრომაელთა მიმართ თავი 11
29. რამეთუ შეუნანებელ არიან მადლნი იგი და ჩინებანი ღმრთისანი.
თავი ი̂ვ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ სახარებისა მისგან — მტერ თქუენდა, ხოლო რჩეულებისა მისგან — საყუარელ მამათათჳს, რამეთუ შეუნანებელ არიან მადლნი იგი და ჩინებანი ღმრთისანი (11,28-29).:

თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ ქადაგებისა მისგან სახარებისა ყოველნი ჰურიანი მტერ და საძულელ არიან თქუენთჳს, ესე იგი არს, ვითარმედ თქუენ ძლით; რამეთუ ესრეთ ბოროტ იქმნეს, რომელ თქუენ წარმართთა მაგათ, რომელნი უცხო იყვენით ღმრთისაგან, შეიწყნარეთ ქადაგებაჲ ესე, ხოლო მათ არა შეიწყნარეს, და ამის გამო თქუენ ძლით საძულელ არიან ღმრთისა. გარნა რომელნიცა რჩეულ იქმნენ და მოიქცენ მათგანნი ღმრთისა, რჩეულებისა მის გამო და მამათა მათთათჳსცა საყუარელ იქმნენ ღმრთისა და არა უჴსენოს მათ პირველი მათი ურწმუნოებაჲ; ვითარცა-იგი არცა თქუენ გიჴსენა, ეგრეთვე მათ; რამეთუ შეუნანებულ არიან აღთქუმანი და მადლნი ღმრთისანი, რომელნი ქმნნა მათსა ნათესავსა ზედა, უკუეთუ ოდენ მათ ინებონ მოქცევაჲ.

თავი ი̂ვ. მიზეზისათჳს, რომლისა ძლით განვარდეს, რამეთუ მრწემობად და შეურაცხებად შეჰრაცხეს, შურისათჳს წარმართთაჲსა, რომელთა უაღრეს მათსა პატივ-ეცა და დაიწერნეს მორწმუნისა მის ისრაჱლისა თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ შეუნანებელ არიან მადლნი იგი და ჩინებანი ღმრთისანი, რამეთუ ვითარცა-იგი თქუენცა ოდესმე ურჩ ექმნენით ღმერთსა, ხოლო აწ შეიწყალენით მათითა მით ურჩებითა, ეგრეთცა ესენი ურჩ ექმნნეს აწ თქუენისა შეწყალებისათჳს, რაჲთა იგინიცა შეიწყალნენ (11,28-31).:

თარგმანი: ამას ადგილსა აჩუენებს, ვითარმედ პირველად წარმართნი იწოდნეს ღმრთისა მიერ, და რაჟამს არა ისმინეს, მაშინღა ჰურიანი გამორჩეულ იქმნნეს. ეგრეთვე აწ, რაჟამს ჰურიანი ურჩ ექმნნეს, წარმართთა უწოდა, და მეორედ წოდებულთაღა ირწმუნეს, რაჲთა ყოველსავე ზედა შეუნანებელ იყვნენ მადლნი და ჩინებანი ღმრთისანი, ხოლო არა თუ განჴდასა ამას ზედა ჰურიათასა ჰყოფს დასასრულსა, არამედ კუალად მათცა შეიწყალებს და მოქცევასა ღირს ჰყოფს. და ორთავე ურთიერთას აღაშურვებს, რაჲთა ორნივე შეიწყალნეს და აცხოვნნეს: ესენი —მათ მიერ, და იგინი — ამათ მიერ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის