თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვითარცა მაშინ ელიაჲს ზე მცირედნი იყვნეს სათნონი ღმრთისანი, ეგრეთვე აწ მადლითა ღმრთისაჲთა ნეშტი იქმნა რჩეულთა ჰურიათაჲ. ესე იგი არს, ვითარმედ მადლმან ღმრთისამან ყო და დაშთეს რჩეულნიცა, და არა ყოველნი წარწყმდეს. ხოლო რაჟამს თქუა თუ "რჩეულთაჲ", გამოაჩინა მათიცა სიკეთე, რამეთუ, უკუეთუ კეთილ არა იყვნენ, არა გამოირჩევიან. ხოლო თქუა რაჲ თუ "მადლითა", გამოაჩინა ნიჭი ღმრთისაჲ.
ჰრომაელთა მიმართ 11:5
4. არამედ რასა ეტყჳს მას ბრძანებაჲ იგი სიტყჳსაჲ მის? დამიტევებიეს თავისა ჩემისა შჳდ ათასი მამაკაცი, რომელთა არა მოუდრეკიან მუჴლნი მათნი ბაალისა.5. ეგრეცა უკუე და აწცა ჟამსა ამას ნეშტი რჩევით მადლითა მით იქმნა.6. ხოლო უკუეთუ მადლით, არღარა საქმეთაგან; უკუეთუ არა, მადლი იგი არღარა შეირაცხების მადლად; უკუეთუ კულა საქმეთაგან, არღარა არს მადლი, ვინაჲთგან საქმე იგი არღარა არს საქმე.
ჰრომაელთა მიმართ თავი 11