მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 11:6

5. ეგრეცა უკუე და აწცა ჟამსა ამას ნეშტი რჩევით მადლითა მით იქმნა.6. ხოლო უკუეთუ მადლით, არღარა საქმეთაგან; უკუეთუ არა, მადლი იგი არღარა შეირაცხების მადლად; უკუეთუ კულა საქმეთაგან, არღარა არს მადლი, ვინაჲთგან საქმე იგი არღარა არს საქმე.7. აწ უკუე რაჲ? რომელსა ეძიებს ისრაჱლი, ამას ვერ მიემთხჳა; ხოლო რჩეული იგი მიემთხჳა, და სხუანი იგი დაბრმეს.
ჰრომაელთა მიმართ თავი 11
6. ხოლო უკუეთუ მადლით, არღარა საქმეთაგან; უკუეთუ არა, მადლი იგი არღარა შეირაცხების მადლად; უკუეთუ კულა საქმეთაგან, არღარა არს მადლი, ვინაჲთგან საქმე იგი არღარა არს საქმე.
თავი ი̂ვ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ მადლითა, — არღარა საქმეთაგან; უკუეთუ არა ეგრეთ არს, მადლი იგი არღარამცა შერაცხილ იყო მადლად (11,6).:

თარგმანი: რაჲთა არა თქუან თუ — წინაჲსწარმეტყუელნიცა იტყოდეს და ღმერთიცა გჳწოდდა, გარნა ძნელოვანთა რათმე საქმეთა ეძიებდა ჩუენგან, და ამისთჳს ვერ მოვიქეცით, — ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ მადლისა ღმრთისაჲ არს ყოველივე და არაჲ საქმე არს საძიებელ პირველ ქმნული სარწმუნოებად მოსლვისათჳს, არამედ ნებაჲ. რამეთუ არცა რომელნი მოვიდეს სარწმუნოებად, პირველ ქმნულთა საქმეთა მადლითა მოვიდეს, არამედ ღმრთისა მადლითა, და მათდა ნებაჲ ოდენ საჴმარ იქმნა.

თავი ი̂ვ. მიზეზისათჳს, რომლისა ძლით განვარდეს, რამეთუ მრწემობად და შეურაცხებად შეჰრაცხეს, შურისათჳს წარმართთაჲსა, რომელთა უაღრეს მათსა პატივ-ეცა და დაიწერნეს მორწმუნისა მის ისრაჱლისა თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ეგრეცა უკუე და აწცა ჟამსა ამას ნეშტი რჩევით მადლითა მით იქმნა, ხოლო უკუეთუ მადლით, არღარა საქმეთაგან. უკუეთუ არა, მადლი იგი არღარა შეირაცხების მადლად. უკუეთუ კულა საქმეთაგან, — არღარა არს მადლი, ვინაჲთგან საქმე იგი არღარა არს საქმე (11,5-6).:

თარგმანი: იხილე ორკერძოვე, ვითარ სწორად დაიცავს ჩუენსა თჳთმფლობელობასა და მადლისა შემძლებელობასა; რამეთუ "რჩევითობაჲ" ამას საცნაურ ჰყოფს, ვითარმედ არა გამოუცდელად მიენიჭების მადლი, არამედ მათ, რომელნი შემძლებელ იყვნენ ჯეროვნად პყრობად მისსა, ხოლო მადლით — ამისთჳს, რამეთუ ყოველივე კეთილი და თჳთ შემწყნარებელობაჲ იგი მადლისაჲ მადლისაგანვე ღმრთისა მოგუეცემის, რომელი მაშინ შეეწევის თჳთმფლობელსა ნებასა ჩუენსა, რაჟამს იხილოს იგი ნებსით აღმრჩეველ კეთილისა. ამისთჳსცა ვინაჲთგან ყოველსავე ზედა მადლი ღმრთისაჲ წინა-ძღჳს, სამართლად განჰჴდის იგი საქმესა. რამეთუ საქმეთაგან ვერვინ განმართლდების, უკუეთუ არა მადლმან ღმრთისამან განამართლოს. ამისთჳს, ვინაჲთგან წინაჲსწარ მეცნიერი არს, მათ მიეცემის, რომელთა ენებოს მიღებაჲ მისი, რამეთუ უნებლიეთ არავის აიძულებს, და ამით სახითა თჳთმფლობელობასა ჩუენსა დაიცავს. ხოლო ვინაჲთგან თჳნიერ მისსა არარაჲ წარემართების, ამისთჳს დაღაცათუ რაჲმე იყოს კნინოდენი საქმე, ყოველსავე მას განჰჴდის რაჲთა მადლით ცხოვნებულნი იგი არაოდეს აღზუავნებოდინ, არცა თჳსთა საქმეთა მინდობითა სიმაღლით დავცემოდინ და წარწყმდებოდინ. და ამით სახითა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის