მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 11:9

8. ვითარცა წერილ არს: მოსცა მათ ღმერთმან სული მწუხარებისაჲ, თუალნი, რაჲთა არა ჰხედვიდენ, და ყურნი, რაჲთა არა ესმოდის, ვიდრე დღენდელად დღედმდე.9. და დავით იტყჳს: იქმენინ ტაბლაჲ მათი მათ წინაშე საფრჴე და სანადირო და მისაგებელ და საცდურ მათდა.10. დაუბნელდედ თუალნი მათნი, რაჲთა არა ხედვიდენ, და ზურგი მათი მარადის შედრიკე!
ჰრომაელთა მიმართ თავი 11
9. და დავით იტყჳს: იქმენინ ტაბლაჲ მათი მათ წინაშე საფრჴე და სანადირო და მისაგებელ და საცდურ მათდა.
თავი ი̂ვ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და მერმე დავით იტყჳს: ექმენინ ტაბლაჲ მათი მათ წინაშე საფრჴე, მისაგებელ და საცთურ. დაუბნელდენ თუალნი მათნი, რაჲთა არა ხედვიდენ (11,9-10).:

თარგმანი: ნებსით თჳსით მათ მიერ ქმნადი საქმე ვითარცა წყევისა სახედ თქუა დავით, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ვინაჲთგან არა ინებეს მზისა მის სიმართლისა ხილვაჲ, ნუცამცა უხილავს! და კუალად, ტაბლისა საფრჴედ შეცვალებაჲ ყოველთა კეთილთა მათთა ბოროტად გარდაქცევასა მოასწავებს.

თავი ი̂ვ. მიზეზისათჳს, რომლისა ძლით განვარდეს, რამეთუ მრწემობად და შეურაცხებად შეჰრაცხეს, შურისათჳს წარმართთაჲსა, რომელთა უაღრეს მათსა პატივ-ეცა და დაიწერნეს მორწმუნისა მის ისრაჱლისა თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე რაჲ? რომელსა ეძიებს ისრაჱლი, ამას ვერ მიემთხჳა? ხოლო რჩევითი იგი მიემთხჳა, და სხუანი იგი დაბრმეს, ვითარცა წერილ არს: მოსცა მათ ღმერთმან სული მწუხარებისაჲ; თუალნი, რაჲთა არა ხედვიდენ, და ყურნი, რაჲთა არა ესმოდის, ვიდრე დღენდელად დღედმდე. და დავით იტყჳს: იქმენინ ტაბლაჲ მათი მათ წინაშე საფრჴე და სანადირო და მისაგებელ და საცთურ მათდა. დაუბნელდედ თუალნი მათნი, რაჲთა არა ხედვიდენ, და ზურგი მათი მარადის შედრიკე (11,7-10).:

თარგმანი: კუალად ამასცა საძიებელსა ჰურიათა მაგიერ შემოიღებს და ცხად ჰყოფს მათსა მას თავსა შორის თჳსსა ქონებულსა განზრახვასა, ვითარმედ ჰნებავს ძიებაჲ, ხოლო არა ჯეროვნად ეძიებენ, რამეთუ ამისთჳს ვერ მიემთხჳნეს, რომელ ენება ოდენ მიმთხუევაჲ, არამედ არა ჴელ-ჰყოფდეს-ცა ღონისძიებად, სლვად გზათა, მიმყვანებელთა მისსა. ამისთჳსცა დაშთომილთა მათ ჰურიაობასა შინა კადნიერად ამხილებს სიტყჳთა ესაიაჲსითა, და დააშჯის სიბრმესა, ვითარმედ: "მისცა მათ ღმერთმან სული მწუხარებისაჲ". მიცემაჲ ესე მიშუებად გულისჴმა-ყავ, რამეთუ მარადის მიშუებასა ღმრთისასა "მიცემად" ჩუეულ არიან წერილნი წოდებად. ხოლო სულ მწუხარებისა აწინდელსა ამას ადგილსა ბოროტებად მიდრეკილსა და ჩუეულებითა უწესოებათაჲთა განყინულსა სულსა იტყჳს, ვითარცა უქმ-ქმნილსა კეთილისა და ბოროტისაგან, რომლისათჳსცა უქმ ყვნეს ჰურიათა ღმრთივ მოცემულნი იგი ორღანონი თუალთა და ყურთანი, არა ხედვად და არცა სმენად დიდებულებათა უფლისათა. რამეთუ, მოსწრაფე იყვნეს, რაჲთა არა ცხონდენ მათ მიერ. ამისთჳსცა მოციქულმან ვითარ-იგი სიბრმისა მათისათჳს ესაიაჲსგან, ეგრეთვე ტანჯვისა მათისათჳს დავითის სამეოცდამერვისა ფსალმუნისაგან შემოიღო...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის