მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 12:14

13. საჴმარსა წმიდათასა ეზიარებოდეთ, სტუმრის მოყუარებასა შეუდეგით;14. აკურთხევდით მდევართა თქუენთა, აკურთხევდით და ნუ სწყევთ;15. გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა;
ჰრომაელთა მიმართ თავი 12
14. აკურთხევდით მდევართა თქუენთა, აკურთხევდით და ნუ სწყევთ;
თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მე ვეტყჳ მადლითა მით, რომელი მოცემულ არს ჩემდა ყოველსა მას, ვინცა-იგი არს თქუენ შორის: ნუ უფროჲს გრძნობ უმეტეს წესისა მის, არამედ ბრძნობდინ სიწმიდესა კაცად-კაცადი, ვითარცა ღმერთმან განუყო საზომითა მით სარწმუნოებისაჲთა. ვითარცა ერთსა მას გუამსა მრავალ ასოებ აქუს, ხოლო ასოებსა მას ყოველსა არა იგივე საქმე აქუს, ეგრეთცა ჩუენ ყოველნი ერთ გუამ ვართ ქრისტეს მიერ, ხოლო თითოეული ურთიერთას ასოებ ვართ. ხოლო მაქუს ჩუენ ნიჭი მადლითა მით ღმრთისაჲთა მოცემულითა ჩუენდა თითოსახედ; გინა თუ წინაჲსწარმეტყუელებაჲ სასწაულად სარწმუნოებისა, გინა რომელი მსახურებდეს — მსახურებითა მით; გინა რომელი ნუგეშინის-სცემდეს — ნუგეშინის-ცემითა; რომელი მისცემდეს — უხუებით; რომელი წინამძღუარ იყოს — მოსწრაფებით; რომელი სწყალობდეს — მხიარულებით, სიყუარულითა შეუორგულებელითა; განეშორენით ბოროტსა და შეეყვენით კეთილსა; ძმათმოყუარებით მოყუარებით ურთიერთას სურვიელად მოყუარე იყვენით; პატივის-ცემასა ერთიერთსა უსწრობდით. მოსწრაფებასა ნუ მცონარე ხართ; სულითა მდუღარე იყვენით; უფალსა ჰმონებდით; სასოებითა გიხაროდენ; ჭირსა დაუთმობდით; ლოცვასა განკრძალულ იყვენით; ჴსენებასა წმიდათასა ეზიარებოდეთ; უცხოთმოყუარებასა შეუდეგით; აკურთხევდით მდევართა თქუენთა, აკურთხევდით და ნუ სწყევთ. გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა (12,3-15).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ნუვინ ზუაობს და შეურაცხიეს თავი თჳსი ბრძენ უფროჲს თჳსისა საზომისა. ნუცა მოიგონებნ საქმეთა, რომელნი ჩუენ არა დაგჳწესებიან. რამეთუ მოგუეცა სიბრძნე, არამედ არა ზუაობისათჳს, გარნა სიმდაბლისა. რამეთუ სიმდაბლესა ამას ადგილსა სიწმიდედ სახელ-სდვა, თქუა რაი, ვითარმედ: ბრძნობდინ სიწმიდესა. ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ბრძნობდინ სიმდაბლესა შინა. ხოლო სახელ-სდვა სიმდაბლესა სიწმიდე, რაჲთა გიჩუენოს, ვითარმედ რომელი არა მდაბალ იყოს, მას არცა სიწმიდე აქუს. მოეცემოდეს მაშინ მრავალთა თითოსახენი მადლნი და ვიეთნიმე მათგანნი ზუაობდეს, რომელთა უვაღრესი რაჲმე მადლი აქუნ — ანუ წინაჲსწარმეტყუელებაჲ, ანუ სხუაჲ რაჲმე, — მათ ზედა, რომელთა უდარესნი მადლნი მოეხუნეს; და კუალად, უდარესნი იგი უდიდესთა მათ ეშურებოდეს. ამისთჳს იტყჳს მოციქული, ვითარმედ ნუვინ ბრძნობნ და ზუაობნ უფროჲს წესისა, ნუცა ვინ ეშურებინ მეორესა. არამედ დაჯერებულმცა ხართ ღმრთისა ნიჭთა ზედა, ვითარცა ღმერთმან განუყო თითოეულსა, რამეთუ მან იცის უმჯობესი. ნუცამცა უკუე, რომელსა უდიდესი მადლი აქუს, ზუაობს მას ზედა, რამეთუ ღმრთისა ნიჭი არს, და არა თჳსითა ძალითა მოგებული....

სრულად ნახვა
თავი ი̂ზ. მცნებაჲ სათნოებისათჳს ღმრთისა მიმართ და კაცთა, რომელსა შინა იტყჳს ურთიერთას ერთობისათჳს და კეთილადმსახურებისა და უკეთურთა მიმართ უმანკოებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აკურთხევდით მდევართა თქუენთა, აკურთხევდით და ნუ სწყევთ. გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა (12,14-15).:

თარგმანი: გუასწავა რაჲ თუ ვითარ ჯერ-არს ყოფაჲ ძმათა მიმართ, აწ გუასწავებს, თუ ვიარ ვიყვნეთ მტერთა მიმართ. ხოლო არა იტყჳს, ვითარმედ: "წუ მიაგებთ ბოროტსა" ანუ "ნუ სწყევთ", არამედ რომელი ამათსა უფროჲს არს. აკურთხევდით და ულოცევდით, ნუ ხოლო ლიტონითა სიტყჳთა, არამედ უცილობელითა თანა-მოწამებითა საქმეთაჲთა, რაჟამს გიხაროდის მოხარულთა თანა და სტიროდით მტირალთა თანა.

თქუას ვინმე, ვითარმედ: "რაჲსათჳს პირველად უადვილესსა ამცნებს, რომელ არს სიხარული მოხარულთა თანა, და ეგრეთღა — უძნელესსა, რომელ არს ტირილი მტირალთა თანა?" არამედ არა ესრეთ არს, რამეთუ ტირილად მტირალთა თანა თჳთ ბუნებაჲ აიძულებს კაცსა, რაოდენცა ვინ ულმობელ იყოს, ზოგად მტერთათჳსცა და მოყუარეთა; ხოლო მოხარულთა თანა სიხარულსა, და უფროჲსღა, რაჟამს მტერთა კეთილი და სიხარული უხაროდის, — ამას სრულიადი შურისაგან და ძჳრისჴსენებისა თავისუფლებაჲ უჴმს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის