თარგმანი: გამოაჩინებს მოციქული, ვითარმედ ღმრთისა განგებითა არიან მთავარნი და მსაჯულნი, რაჲთა არა სწორობითა ყოველი უწესოებაჲ იქმნებოდის, რამეთუ ღმერთი წესიერებისა მოყუარე არს. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: რომელნი კეთილსა ზედა არა ჰმორჩილობდენ მთავართა, მათ ზედა არა თუ მთავართა მათ მიერ ოდენ, არამედ ღმრთისა მიერიცა რისხვაჲ მოიწიოს, რამეთუ მთავარნი შემაშინებელად ბოროტისმოქმედთა დადგინებულ არიან.
ჰრომაელთა მიმართ 13:3
2. ამიერითგან რომელი ადგებოდის ჴელმწიფებასა, ღმრთისა ბრძანებასა ადგების. ხოლო რომელნი-იგი ადგებოდიან, თავისა თჳსისა საშჯელი მიიღონ.3. რამეთუ მთავარნი იგი არა არიან საშინელ კეთილის მოქმედთა, არამედ ბოროტის მოქმედთა. გნებავს თუ, რაჲთა არა გეშინოდის ჴელმწიფებისაგან? კეთილსა იქმოდე და მოიღო ქებაჲ მისგან,4. რამეთუ ღმრთის მსახური არს შენდა კეთილისათჳს. ხოლო უკუეთუ ბოროტსა იქმოდი, გეშინოდენ, რამეთუ არა ცუდად ჴრმალ აბს; რამეთუ ღმრთის მსახურ არს შენდა, რისხვისათჳს შურის მეძიებელ ბოროტის მოქმედთათჳს.
ჰრომაელთა მიმართ თავი 13