თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ჯერ-არს მორჩილებაჲ მთავართაჲ და ჴელმწიფეთაჲ კეთილსა ზედა, არა თუ რისხვისა მის მათისათჳს ოდენ, და ღმრთისა მიერისაცა, რომელ არს ურჩთა ზედა, არამედ გონებისა მისთჳსცა მამხილებელისა, რომელ არს სჳნიდისი, რომელი მამხილებელად ბოროტისა დაიბადა ღმრთისა მიერ, რაჲთა არა გუამხილებდესო, ვითარცა უწესოთა და ურჩთა. ამისთჳს უკუე, სადა ხარკი ჯერ-იყოს, ხარკი მიეცით, და სადა შიში ჯერ-იყოს, შიშსა აჩუენებდით, სადა პატივი — პატივსა, და ყოვლისა საქმისა, რაჲცა ვისი თანაგედვას, აღასრულებდით, და ნუმცა ვისი გაქუს თანანადები, გარნა სიყუარული ოდენ, რამეთუ იგი არს თავი ყოველთა კეთილთაჲ და თანანადები სამარადისოჲ.
ჰრომაელთა მიმართ 13:6
5. ვინაჲცა ჯერ-არს დამორჩილებაჲ არა ხოლო რისხვისათჳს, არამედ გონებისათჳსცა იჭჳსა.6. ამისთჳს ხარკსაცა მისცემდით, რამეთუ მსახურნი ღმრთისანი არიან, ამისთჳსცა მოღუაწებასა განკრძალულ არიან.7. მისცემდით უკუე ყოველთა თანა-ნადებსა: სახარკოსა - ხარკი, საზუერესა - ზუერი, საშინელსა - შიში, პატივსა - პატივი.
ჰრომაელთა მიმართ თავი 13