თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ჯერ-არს მორჩილებაჲ მთავართაჲ და ჴელმწიფეთაჲ კეთილსა ზედა, არა თუ რისხვისა მის მათისათჳს ოდენ, და ღმრთისა მიერისაცა, რომელ არს ურჩთა ზედა, არამედ გონებისა მისთჳსცა მამხილებელისა, რომელ არს სჳნიდისი, რომელი მამხილებელად ბოროტისა დაიბადა ღმრთისა მიერ, რაჲთა არა გუამხილებდესო, ვითარცა უწესოთა და ურჩთა. ამისთჳს უკუე, სადა ხარკი ჯერ-იყოს, ხარკი მიეცით, და სადა შიში ჯერ-იყოს, შიშსა აჩუენებდით, სადა პატივი — პატივსა, და ყოვლისა საქმისა, რაჲცა ვისი თანაგედვას, აღასრულებდით, და ნუმცა ვისი გაქუს თანანადები, გარნა სიყუარული ოდენ, რამეთუ იგი არს თავი ყოველთა კეთილთაჲ და თანანადები სამარადისოჲ.
ჰრომაელთა მიმართ 13:9
8. ნურაჲმცა ვისი თანა-გაც, გარნა ურთიერთას სიყუარული, რამეთუ რომელსა უყუარდეს მოყუასი თჳსი, მან შჯული აღასრულა,9. ვითარმედ: არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა გული გითქუმიდეს, და სხუაჲ თუ რაჲმე მცნებაჲ არს, ამითვე სიტყჳთა აღესრულების, ვითარმედ: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.10. სიყუარულმან მოყუასსა თჳსსა ბოროტი არა უყვის; აღმასრულებელი სჯულისაჲ სიყუარული არს.
ჰრომაელთა მიმართ თავი 13