თარგმანი: რაჲთა არა ზუაობდენ წარმართთაგანნი, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ ჰურიანი დაღაცათუ უღირს იყვნეს, გარნა აღთქუმანი რაჲმე აქუნდეს, ხოლო წარმართთა არარაჲ აქუნდა, არამედ წყალობით ოდენ ცხონდეს, რაჲთა იდიდოს ღმერთი მოწყალებისა თჳსისათვის, დაღათუ არცა რაჲ ჰურიათა ერგო აღთქუმისაგან, არათუმცა ქრისტე მოსრულ იყო.
ჰრომაელთა მიმართ 15:12
11. და კუალად იტყჳს: უგალობდით უფალსა ყოველი თესლები, და აქებდით მას ყოველი ერი.12. და მერმე ესაია იტყჳს: და იყოს ძირი იგი იესესი, და რომელი-იგი აღდგომად არს მთავრად წარმართთა; და მას წარმართნი ესვიდენ.13. ხოლო ღმერთმან სასოებისამან აღგავსენინ თქუენ ყოვლითა სიხარულითა და მშჳდობითა სარწმუნოებად და აღმატებად თქუენდა სასოებითა და ძალითა სულისა წმიდისაჲთა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 15