თარგმანი: ვინაჲთგან დასაბამსავე ებისტოლისასა მიუწერა, ვითარმედ: "მრავალგზის მინდა მისლვად თქუენდა და დავეყენე", აწ მიზეზსა მიუწერს, ვითარმედ ამის მიზეზისათჳს დავეყენე, რამეთუ იერუსალჱმით არა მართლ, არამედ გარე-მოვლით უმრავლესთა თესლთა მიმართ ვქადაგებდ, რამეთუ უკუეთუმცა იყო თუალთ-ღება ღმრთისა თანა სიდიდისათჳს და სიმცროჲსა ნათესავთაჲსა, უპირატეს თქუენდა მიჴმდა მოსლვაჲ, ვინაჲთგან სამეუფო არს ქალაქი თქუენი, არამედ მართლმსაჯულმან უფალმან ესრეთ მიბრძანა, რაჲთა გარე-მოვლით მგზავრ მოვიდოდი და ყოველთა სწორად უქადაგებდე, ვიეთცა დავემთხუეოდი. ამისთჳს დამეყოვნა მოსლვად თქუენდა.
ჰრომაელთა მიმართ 15:22
21. არამედ ვითარცა წერილ არს: რომელთა არა თხრობილ არს მისთჳს, იხილონ, და რომელთა არა სმენილ არს, გულისჴმა-ყონ.22. ამისთჳსცა დავეყენე მისლვად თქუენდა.23. ხოლო აწ არღარა მაქუნდა მე ადგილი ამიერ კერძოთა ამათ ადგილთა და მსურის მოსლვად თქუენდა მრავლით წლითგან.
ჰრომაელთა მიმართ თავი 15