1.ხოლო თანა-გუაც ჩუენ ძლიერთა უძლურებათა მათ უსუსურთასა ტჳრთვად და არა თავთა თჳსთა სათნო-ყოფად.2.კაცად-კაცადი ჩუენი მოყუასსა სათნო-ეყოფოდენ კეთილისათჳს აღსაშენებელად.3.და რამეთუ ქრისტჱცა არა თავსა თჳსსა სათნო-ეყო, არამედ ვითარცა წერილ არს: ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა.4.რამეთუ რაოდენი-იგი წინაწარ დაიწერა, ჩუენდა სამოძღურებელად დაიწერა, რაჲთა მოთმინებითა მით და ნუგეშინის-ცემითა წიგნთაჲთა სასოებაჲ გუაქუნდეს.5.ხოლო ღმერთმან მოთმინებისამან და ნუგეშინის-ცემისამან მოგეცინ თქუენ იგივე ზრახვად ურთიერთარს ქრისტეს იესუჲს მიერ,6.რაჲთა ერთბამად ერთითა პირითა ადიდებდეთ ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.7.ამისთჳს შეიწყნარებდით ურთიერთარს, ვითარცა-იგი ქრისტემან შეგიწყნარნა თქუენ სადიდებლად ღმრთისა.8.ხოლო ვიტყჳ იესუ ქრისტესსა, რამეთუ მსახურ იქმნა წინადაცუეთილებისა ჭეშმარიტებისათჳს ღმრთისა დასამტკიცებლად აღთქუმასა მას მამათასა,9.ხოლო წარმართნი - წყალობისათჳს სადიდებელად ღმრთისა, ვითარცა წერილ არს: ამისთჳს აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელსა შენსა უგალობდე.10.და კუალად იტყჳს: იხარებდით წარმართნი ერისა მისისა თანა.11.და კუალად იტყჳს: უგალობდით უფალსა ყოველი თესლები, და აქებდით მას ყოველი ერი.12.და მერმე ესაია იტყჳს: და იყოს ძირი იგი იესესი, და რომელი-იგი აღდგომად არს მთავრად წარმართთა; და მას წარმართნი ესვიდენ.13.ხოლო ღმერთმან სასოებისამან აღგავსენინ თქუენ ყოვლითა სიხარულითა და მშჳდობითა სარწმუნოებად და აღმატებად თქუენდა სასოებითა და ძალითა სულისა წმიდისაჲთა.14.მრწამს მე, ძმანო ჩემნო, თქუენთჳს, ვითარმედ თქუენცა სავსე ხართ სახიერებითა და აღსავსე ყოვლითა მეცნიერებითა და შემძლებელ ურთიერთასცა სწავლად.15.უკადნიერესად-რე მივწერე თქუენდა, ძმანო, ზოგსრე, რაჲთა მოგაჴსენო თქუენ მადლითა მით, რომელი მოცემულ არს ჩემდა ღმრთისა მიერ,16.რაჲთა ვიყო მე მსახურ იესუ ქრისტესა წარმართთა მიმართ, მღდელობის მოღუაწე სახარებისა მის ღმრთისა, რაჲთა იყოს მსხუერპლი იგი წარმართთაჲ შეწირულ და განწმედილ სულითა წმიდითა.17.მაქუს უკუე სიქადული ქრისტე იესუს მიერ ღმრთისა მიმართ.18.რამეთუ არა ვიკადრო რაჲსამე სიტყუად, რომელი-იგი არა ქმნა ქრისტემან ჩემ მიერ დასამორჩილებელად წარმართთა სიტყჳთა და საქმითა.19.ძალითა სასწაულებისა და ნიშებისაჲთა, ძალითა სულისა ღმრთისაჲთა, რაჲთა მე იერუსალჱმითგან და გარემო ვიდრე ილორიკიადმდე აღვასრულო სახარებაჲ იგი ქრისტესი.20.ხოლო ესრეთ პატივ-ცემულ ვარ სახარებად, არა თუ სადა სახელ-დებულ არს ქრისტე, რაჲთა არა სხუასა საფუძველსა ზედა ვაშენებდე,21.არამედ ვითარცა წერილ არს: რომელთა არა თხრობილ არს მისთჳს, იხილონ, და რომელთა არა სმენილ არს, გულისჴმა-ყონ.22.ამისთჳსცა დავეყენე მისლვად თქუენდა.23.ხოლო აწ არღარა მაქუნდა მე ადგილი ამიერ კერძოთა ამათ ადგილთა და მსურის მოსლვად თქუენდა მრავლით წლითგან.24.და უკეთუ წარვიდოდი სპანიად, მოვიდე თქუენდა, რამეთუ ვესავ, ვითარმედ მი-რაჲ-ვიდოდი მუნ, გიხილნე თქუენცა, და თქუენ მიერ წარვიგზავნო მუნ, უკუეთუ თქუენითა ხილვითა ზოგს-რაჲმე განვძღე პირველად.25.ხოლო აწ ესერა წარვალ იერუსალჱმდ მსახურებად წმიდათა.26.რამეთუ ჯერ-იჩინეს მაკედონიამან და აქაჲამან ზიარებისა რაჲმე ყოფად გლახაკთა მათთჳს წმიდათა, რომელნი არიან იერუსალჱმს.27.ჯერ-იჩინეს და თანამდებცა არიან მათა. რამეთუ უკუეთუ სულიერთა მათ თანა-ეზიარნეს წარმართნი, თანა-აც და ჴორციელთა მათ შინა მსახურებად მათდა.28.ესე უკუე აღვასრულო და დავჰბეჭდო ნაყოფსა მას მათსა. და წარვიდე თქუენ მიერ სპანიად.29.ხოლო ესე უწყი, რამეთუ მო-რაჲ-ვიდოდი თქუენდა, სავსებითა მით კურთხევისა სახარებისა ქრისტესითა მოვიდე.30.ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა და სიყუარულითა მით სულისაჲთა, თანა-მოღუაწე მექმნენით მე ლოცვათა შინა ჩემთჳს ღმრთისა მიმართ.31.რაჲთა განვერე ურჩთა მათგან ჰურიასტანს და რაჲთა მსახურებაჲ ჩემი იერუსალჱმს შეწირულ იყოს წმიდათა მიმართ,32.რაჲთა მხიარულებით მოვიდე თქუენდა ნებითა ღმრთისაჲთა და თქუენ თანა განვისუენო.33.ხოლო ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ ყოველთა თანა. ამინ.
მოციქულისაჲ: თანა-გუაც ჩუენ ძლიერთა უძლურებანი იგი ტჳრთვად უსუსურთანი, და თავთა თჳსთა სათნო-ყოფად კაცად-კაცადი ჩუენი, არამედ მოყუასსაცა სათნო-ეყოფოდენ კეთილისათჳს აღსაშენებელად, რამეთუ ქრისტჱცა არა თავსა თჳსსა სათნო-ეყო (15,1-3).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თუ ძნელ იყო წინაშე ქრისტესა, უკუეთუმცა ენება, რაჲთამცა არა ჯუარცუმულ იყო. არცამცა ყუედრებულ იყო, უკუეთუმცა თჳსსა ოდენ ეძიებდა. არამედ თჳსი საქმე უგულებელს-ყო, და ჩუენი მოიძია, და ამისთჳს იგინა და იგუემა, და მრავალთა შორის ვითარცა...
მოციქულისაჲ: ხოლო თანა-გუაც ჩუენ, ძლიერთა, უძლურებათა მათ უსუსურთასა ტჳრთვად და არა თავთა თჳსთა სათნო-ყოფად (15,1).
თარგმანი: მრთელთა მიმართ სცვლის სიტყუასა და ასწავებს თანამდებობასა უძლურთა თანა მიყოლისასა, რომლითა ფრიად დაჰქენჯნის უსრულთა მათ სარწმუნოებითა, რამეთუ უძლურ უწოდს, უსუსურ და სატჳრთველ, ხოლო სრულთა მათ არა თავთა თჳსთა, არამედ მოყუასთა სათნო-ყოფასა თანა მიყოლითა დაუმტკიცებს.
პავლესი: რამეთუ ქრისტჱ არა თავსა თჳსსა სათნო-ეყო (15,3).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თუ ძნელ იყო წინაშე მისა, რაჲთამცა არა ჯუარცუმულ იყო და არამცა ყუედრებულ იყო, უკუეთუმცა უნდა, და თჳსისამცა თავისა საქმესა ეძიებდა, არამედ არა ინება, არამედ ჩუენსა ეძიებდა და თჳსი შეურაცხ-ყო.
პავლესი: რამეთუ ვიტყჳ ქრისტესა მსახურ ყოფილსა წინადაცუეთილებისა (15,8).
თარგმანი: რაჟამს თქჳს თუ: "ქრისტჱ მსახურ იქმნა წინადაცუეთილებისა", ამას იტყჳს, ვითარმედ მოვიდა იგი და...
მოციქულისაჲ: მრწამს მეცა, ძმანო, თქუენთჳს, ვითარმედ თქუენცა სავსე ხართ სახიერებითა და სრულ ყოვლითა მეცნიერებითა და შემძლებელ ხართ სხუათაცა სწავლად, ხოლო უკადნიერესად-რე მივწერე თქუენდა, ძმანო, ზოგს-რე-ცა მოგაჴსენებ თქუენ მადლითა მით ღმრთისაჲთა, რომელ მოცემულ არს ჩემდა ღმრთისა მიერ, რაჲთა ვიყო მე მსახურ ქრისტე იესუჲსაწარმართთა მიმართ მღდელობის მოღუაწე სახარებასა მას ღმრთისასა, რაჲთა იყოს მსხუერპლი იგი წარმართთაჲ შეწირულ და წმიდა სულითა წმიდითა. მაქუს სიქადული...
მოციქულისაჲ: უკადნიერესად-რე მივწერე თქუენდა, ძმანო, ზოგს-რე, რაჲთა მოგაჴსენო თქუენ მადლითა მით, რომელი მოცემულ არს ჩემდა ღმრთისა მიერ (15,15).
თარგმანი: რაჲთა არა მიმყოვრებულითა მხილებითა განაკრთვნეს იგინი, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ უმეტეს კადნიერ ყოფასა სწამებდეთ თქუმულთა ჩემთა, არამედ ცანთ, ვითარმედ არავე სრულებით, არამედ ზოგებით-რე მიმხილებიეს თქუენდა; არა სამოძღურებელითა სიტყჳთა, არამედ მოსაჴსენებელითა ოდენ. და ესეცა არა თავით თჳსით მიქმნიეს, არამედ მადლითა მით, რომელი ღმრთისა...