მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 15:7

6. რაჲთა ერთბამად ერთითა პირითა ადიდებდეთ ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.7. ამისთჳს შეიწყნარებდით ურთიერთარს, ვითარცა-იგი ქრისტემან შეგიწყნარნა თქუენ სადიდებლად ღმრთისა.8. ხოლო ვიტყჳ იესუ ქრისტესსა, რამეთუ მსახურ იქმნა წინადაცუეთილებისა ჭეშმარიტებისათჳს ღმრთისა დასამტკიცებლად აღთქუმასა მას მამათასა,
ჰრომაელთა მიმართ თავი 15
7. ამისთჳს შეიწყნარებდით ურთიერთარს, ვითარცა-იგი ქრისტემან შეგიწყნარნა თქუენ სადიდებლად ღმრთისა.
თავი ი̂ჱ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან მოთმინებისა და ნუგეშინისცემისამან მოგეცინ თქუენ იგივე ზრახვად ურთიერთას ქრისტე იესუჲს მიერ, რაჲთა ერთითა პირითა ადიდებდეთ ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა. ამისთჳს შეიწყნარებდით ურთიერთას, ვითარცა-იგი ქრისტემან შეგიწყნარნა თქუენ სადიდებელად ღმრთისა. რამეთუ ვიტყჳ ქრისტესა მსახურ-ყოფილსა წინადაცუეთილებისა ჭეშმარიტებისათჳს ღმრთისა, რაჲთა მტკიცე იყოს აღთქუმაჲ იგი მამათაჲ (15,5-8).:

მოციქულისაჲ: თანა-გუაც ჩუენ ძლიერთა უძლურებანი იგი ტჳრთვად უსუსურთანი, და თავთა თჳსთა სათნო-ყოფად კაცად-კაცადი ჩუენი, არამედ მოყუასსაცა სათნო-ეყოფოდენ კეთილისათჳს აღსაშენებელად, რამეთუ ქრისტჱცა არა თავსა თჳსსა სათნო-ეყო (15,1-3).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თუ ძნელ იყო წინაშე ქრისტესა, უკუეთუმცა ენება, რაჲთამცა არა ჯუარცუმულ იყო. არცამცა ყუედრებულ იყო, უკუეთუმცა თჳსსა ოდენ ეძიებდა. არამედ თჳსი საქმე უგულებელს-ყო, და ჩუენი მოიძია, და ამისთჳს იგინა და იგუემა, და მრავალთა შორის ვითარცა ბოროტისმოქმედი შეირაცხა ჩუენთჳს, და ჩუენთჳს ესე ყოველი თავს-იდვა. ეგრეთვე ჩუენცა, ნუმცა მარადის ჩუენსა ვეძიებთ, არამედ მოყუასსაცა სათნო-ვეყუნეთ კეთილსა ზედა და ნუ ბოროტსა, რამეთუ იქმნების ბოროტსაცა ზედა სათნოყოფაჲ.

მოციქულისაჲ: არამედ ვითარცა წერილ არს, ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა, რამეთუ რავდენნი-იგი წინაჲსწარ დაიწერნეს, ჩუენდა სამოძღურებელად წანაჲსწარ დაიწერნეს, რაჲთა მოთმინებითა და ნუგეშინის-ცემითა წიგნთაჲთა სასოებაჲ გუაქუნდეს (15,3-4).

თარგმანი: ესე სიტყუაჲ ქრისტეს მაგიერ არს მამისა მიმართ, ვითარმედ: არარაჲ...

სრულად ნახვა
თავი კ̂. მსგავსებისათჳს ქრისტეს ძჳრუჴსენებლობისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს შეიწყნარებდით ურთიერთას, ვითარცა-იგი ქრისტემან შეგიწყნარნა თქუენ სადიდებელად ღმრთისა (15,7).:

თარგმანი: შეწყნარებაჲ თქუა ნაცვალად დაგებისა, რაჲთა დავეგნეთ და ვიყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა-იგი ქრისტემან დამაგნა თავსა თჳსსა და მამისასა, და აწ ამით უმეტეს იდიდების ჩუენ მიერ, რაჟამს მოქმედ ვიქმნნეთ სახესა მას სიყუარულისა და დაგებისასა, რომელი-იგი მან თავადმან მომცა ჩუენ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის