თარგმანი: ვინაჲთგან ცთომილებაჲ არა ყოველთა, არამედ ვიეთმე დაასაჯა, ამისთჳს საღმრთოდ მორჩილებისა მათ ყოველთაჲსა უმრავლესთა მოუწოდს მოწამეთა, რაჲთა სიმრავლისაგან ერისა ჰრცხუენოდის მათ, ერთგზის ყოველთა შორის განთქუმულისა მის საღმრთოჲსა მორჩილებისა მათისა კუალად ცვალებად და დაჴსნად მორჩილებითა საცთურისაჲთა.
ჰრომაელთა მიმართ 16:19
18. რამეთუ ეგევითარნი იგი უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა არა ჰმონებენ, არამედ თჳსსა მუცელსა და ტკბილად მეტყუელებითა მით და კურთხევითა აცთუნნიან გულნი უმანკოთანი.19. რამეთუ თქუენი ეგე მორჩილებაჲ ყოველთა მიმართ განთქუმულ არს; მიხარის უკუე თქუენთჳს, და მნებავს თქუენი, რაჲთა ბრძენ იყვნეთ კეთილისათჳს და უმანკო - ბოროტისათჳს.20. ხოლო ღმერთმან მშჳდობისმან შემუსრენ ეშმაკი ქუეშე ფერჴთა თქუენთა ადრე. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 16