თარგმანი: ესეცა დიდი ქებაჲ არს, რაჟამს წამებდეს ჭირთა შინა და ღუაწლთა თანამდგომობასა და ვიდრე სიკუდიდმდე ყოვლისავე თავს-დებასა, წარსამართებელად სახარებისა, ხოლო თანამდგომობასა და შეწევნასა იტყჳს ანუ ქადაგებითა სიტყუასა მოძღურებისასა ანუ მინიჭებითა მათდა საჴმართაჲთა, რომლისათჳს არა ხოლო მოციქული, არამედ ყოველნი ეკლესიანი წარმართთანი მადლიერ იყვნეს, ხოლო სახლად-სახლადობაჲ კრებულთა მათთაჲ ორ სახედ გულისჴმა-იყოფების: ანუ რამეთუ ესოდენ რჩეულ იყვნეს, ვიდრეღა სახლი მათი ეკლესია ყვეს; ანუ ესოდენ მორწმუნე იყვნეს ყოვლით სახლეულითურთ, ვიდრემდის თჳთ სახლებიცა კაცად-კაცადისა მათისაჲ ეკლესია იყო, ვინაჲცა თჳთ სიტყუაჲ ესე ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: სახლად-სახლად ეკლესიანი მათნი. ესე იგი არს, ვითარმედ ანუ თჳს-თჳს შეექმნა ეკლესიები სახლთა შინა მათთა, ანუ თჳთ სახლები თითოეულისა მათისაჲ მიმსგავსებულ იყო ეკლესიასა ღმრთისასა სიმდიდრითა წესიერებისაჲთა.
ჰრომაელთა მიმართ 16:5
4. რომელთა-იგი სულისა ჩემისათჳს ქედნი მათნი წარუპყრნეს, რომელთადა არა მე ხოლო მადლიერ ვარ, არამედ ყოველნი ეკლესიანი წარმართთანი და სახლად-სახლად კრებულნი მათნი.5. კითხვაჲ არქუთ ეპენეტოსს, საყუარელსა ჩემსა, რომელი-იგი არს პირველი ნაყოფი აქაიაჲსაჲ ქრისტეს მიმართ.6. კითხვაჲ არქუთ მარიამს, რომელი-იგი ფრიად დაშურა თქუენდა მიმართ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 165. კითხვაჲ არქუთ ეპენეტოსს, საყუარელსა ჩემსა, რომელი-იგი არს პირველი ნაყოფი აქაიაჲსაჲ ქრისტეს მიმართ.
თავი კ̂ა. ქადაგებისა თჳსისათჳს და მსახურებისა აღმოსავალეთს და დასავალეთს
მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ პრისკილას და აკჳლას, თანაშემწეთა ჩემთა ქრისტე იესუჲს მიერ, რომელთა-იგი სულისა ჩემისათჳს ქედნი მათნი წარუპყრნეს, რომელთადა არა ხოლო მე მადლიერ ვარ, არამედ ყოველნი ეკლესიანი წარმართთანი და სახლად-სახლად კრებულნი მათნი (16,3-5).:
თავი კ შეგვედრებ თქუენ ფიბეს, დასა ჩემსა, რომელი-იგი არს მსახური ეკლესიისა მის კენქრელთაჲსა, რაჲთა იგი შეიწყნაროთ უფლისა მიერ ღირსად წმიდათა, და თანა-დაუდგეთ მას, საქმე თუ რაჲმე უჴმდეს, რამეთუ იგიცა მრავალთა თანადამდგომ ექმნა და თჳთ მეცა (15, 32-33; 16, 1-2).
მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ პრისკილას და აკჳლას, თანაშემწეთა ჩემთა ქრისტე იესუჲს მიერ, რომელთა-იგი სულისა ჩემისათჳს ქედნი მათნი მოუდრიკნეს, რომელთა არა ხოლო მე მადლიერ ვარ, არამედ ყოველნი ეკლესიანი წარმართთანი, და სახლად-სახლად კრებულსა მათსა. კითხვაჲ არქუთ ეპენეტოს, საყუარელსა ჩემსა, რომელი-იგი არს პირველი ნაყოფი აქაიისაჲ ქრისტეს მიმართ (16,3-5).:
სრულად ნახვათარგმანი: დიდი ქებაჲ წარმოთქუა ფიბესი, და ჭეშმარიტად ნეტარ არს, რომელი-იგი თანადამდგომ ექმნა და განუსუენა სანატრელსა მას სულსა პავლესსა.
მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ პრისკილას და აკჳლას, თანაშემწეთა ჩემთა ქრისტე იესუჲს მიერ, რომელთა-იგი სულისა ჩემისათჳს ქედნი მათნი მოუდრიკნეს, რომელთა არა ხოლო მე მადლიერ ვარ, არამედ ყოველნი ეკლესიანი წარმართთანი, და სახლად-სახლად კრებულსა მათსა. კითხვაჲ არქუთ ეპენეტოს, საყუარელსა ჩემსა, რომელი-იგი არს პირველი ნაყოფი აქაიისაჲ ქრისტეს მიმართ (16,3-5).
თარგმანი: ესენი არიან მეპრატაკენი იგი, რომელნი იყოფოდეს კორინთეს პავლეს თანა, ხოლო დიდად აქებს მათ, ვითარმედ "თანა-შემწეთა ჩემთა", რამეთუ თანა-შეეწეოდეს სწავლასა შინა და ჭირთა და განსაცდელთა, რომელთა "სულისა ჩემისათჳს", ესე იგი არს განსუენებისათჳს სულისა ჩემისა" მოუდრიკნეს ქედნი მათნი. რასა მოუდრიკნეს? — გარნა ჭირთა, გუემათა და მახჳლსაცა, რამეთუ არა მე ოდენ მადლიერ ვარო მათდა, არამედ ყოველნი წარმართთა ეკლესიანი, გინა თუ სწავლისათჳს მათ მიერისა, გინა თუ მისაცემლითა ნუგეშინისცემისათჳს, და სახლად-სახლად კრებულსა მათსა...
დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის