თარგმანი: კეთილად თქუა თუ "ხატი მეცნიერებისა და ჭეშმარიტებისაჲ", რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ არა თუ ჭეშმარიტი იგი მეცნიერებაჲ და ღმრთისმსახურებაჲ აქუს, არამედ ხატი რაჲმე და აჩრდილი, რომელსა სახე აქუს ჭეშმარიტებისაჲ, ხოლო არა არს ჭეშმარიტება. და კეთილად თქუა თუ "შჯულსა შინა", ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ჯერ-იყო, რაჲთამცა ჭეშმარიტი იგი ხატი ღმრთისმსახურებისაჲ გონებასა შენსა შინა და საქმეთა შინა გაქუნდა. ხოლო შენ ამისთჳს ჰზუაობ, რომელ შჯულსა შინა არს იგი სახე. არამედ და შენდა ესე რად სარგებელ არს, ვინაჲთგან არა იქმ შჯულსა?
ჰრომაელთა მიმართ 2:20
19. და ესავ თავსა შენსა წინამძღურად ბრმათა, ნათლად, რომელნი არიან ბნელსა შინა,20. მასწავლელად უგუნურთა, მოძღურად ჩჩჳლთა და გაქუს ხატი იგი მეცნიერებისაჲ და ჭეშმარიტებისაჲ შჯულსა შინა,21. რომელი-ეგე ასწავებ მოყუასსა, თავსა თჳსსა არა ასწავებ;
ჰრომაელთა მიმართ თავი 2