თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ჴორციელი ეგე წინადაცუეთილებაჲ შენი სულიერად წინადაუცუეთელობად იქმნა, ვინაჲთგან ბოროტად იჴმარე ეგე და არა ინებე გულისჴმის-ყოფად, თუ რაჲსა სახე არს. რამეთუ ესრეთ სიბრძნით გამოაჩინებს უჴმარებასა მას წინადაცუეთისასა, და ესრეთ მეყსა შინა ცხადად არა იტყჳს თუ ბოროტ არს იგი, რამეთუ იცოდა, ვითარმედ არა დაირწმუნებენ, არამედ სიბრძნით დაუყოფს მათ პირსა, და გამოაჩინებს წინადაცუეთასა ბოროტად.
ჰრომაელთა მიმართ 2:26
25. რამეთუ წინადაცუეთილებაჲ სარგებელ არს, უკუეთუ შჯულსა იმარხავ, ხოლო უკუეთუ გარდამავალ იყო შჯულისა, წინადაცუეთილებაჲ შენი წინადაუცუეთელება იქმნა.26. აწ უკუე, უკუეთუ წინადაუცუეთელი იგი სიმართლესა შჯულისასა იმარხავს, არა-მე წინადაუცუეთელობაჲ იგი მისი წინადაცუეთილებად შეერაცხოსა?27. და გშჯიდეს ბუნებით წინადაცუეთელი იგი, შჯულისა აღმასრულებელი, შენ, რომელი-ეგე წიგნითა და წინადაცუეთითა შჯულისა გარდამავალ ხარ!
ჰრომაელთა მიმართ თავი 2