მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 3:6

5. უკუეთუ სიცრუე ჩუენი სიმართლესა ღმრთისასა შეეტყუების, რაჲ-მე ვთქუათ? ნუუკუე სიცრუვე არსა ღმრთისა თანა, რომელმან მოავლინის რისხვაჲ მისი? კაცობრივ ვიტყჳ.6. ნუ იყოფინ! უკუეთუ არა, ვითარ საჯოს ღმერთმან სოფელი?7. უკუეთუ ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ ჩემითა მით სიცრუითა აღემატა სადიდებელად მისსა, რაჲსაღა მე ვითარცა ცოდვილი ვისაჯები?
ჰრომაელთა მიმართ თავი 3
6. ნუ იყოფინ! უკუეთუ არა, ვითარ საჯოს ღმერთმან სოფელი?
პირი მესამე ჭეშმარიტისა მის ჰურიებისა და წინადაცუეთილებისათჳს
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: კაცობრივ ვიტყჳ. ნუ იყოფინ (3,5-6).:

თარგმანი: ვინაჲთგან კაცობრივნი ზრახვანი იჴმარნა, რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ არა არს სიცრუვე ღმრთისა თანა, ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: ესე სიტყუანი, რომელთა ვიტყჳ, კაცობრივ არიან. თუ არა, არიან სხუანიცა საღმრთონი სიტყუანი ამას ზედა, გარნა არა ვიტყჳო. ხოლო აწ ამას ვიტყჳ, ვითარმედ — ნუ იყოფინ ესე, თუმცა ღმრთისა თანა სიცრუვე იყო, რაჲთამცა ვითარცა კაცი სიცრუვით მოაწევდა რისხვასა თჳსსა. ვითარ უკუე მოაწევს რისხუასა, უკუეთუ თქუენ ხართ მიზეზ მისისა სიმართლისა? — გარნა საცნაურ არს, ვითარმედ არა თქუენ ხართ მიზეზ მისისა სიმართლისა, არამედ თჳთ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის