მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 3:8

7. უკუეთუ ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ ჩემითა მით სიცრუითა აღემატა სადიდებელად მისსა, რაჲსაღა მე ვითარცა ცოდვილი ვისაჯები?8. და არა ვითარცა ვიგმობვით, და ვითარცა იტყჳან ვინმე ჩუენდა სიტყუად, ვითარმედ ვქმნეთ ბოროტი, რაჲთა მოგჳჴდეს ჩუენ კეთილი? რომელთა განკითხვაჲ საშჯელსა შინა არს.9. აწ უკუე რაჲ წინა-მე-ვჰმატთა? არა სამე, რამეთუ წინაწარვე ვაბრალეთ ჰურიათა და წარმართთა ყოველთა ცოდვასა ქუეშე ყოფაჲ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 3
8. და არა ვითარცა ვიგმობვით, და ვითარცა იტყჳან ვინმე ჩუენდა სიტყუად, ვითარმედ ვქმნეთ ბოროტი, რაჲთა მოგჳჴდეს ჩუენ კეთილი? რომელთა განკითხვაჲ საშჯელსა შინა არს.
პირი მესამე ჭეშმარიტისა მის ჰურიებისა და წინადაცუეთილებისათჳს
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲსაღა-მე ვითარცა ცოდვილი ვისაჯები? და არა ვითარცა ვიგმობვით (3,7-8).:

თარგმანი: რამეთუ რაჲსა ვისჯებითო, ვითარცა ცოდვილნი, უკუეთუ მიზეზ ძლევისა ვექმნებით ღმერთსა; რამეთუ ამას ყოველსა მათისა სიტყჳსა წინააღმდგომად იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ, ვითარ იტყჳთ, ჩუენ ვართ მიზეზნი მისისა ძლევისანი, რადღა-მცა ვისაჯებოდეთ ვითარცა ცოდვილნი, უკუეთუმცა ესრეთ იყო. ანუ რადღა იქმნების ჩუენ ზედა ცოდვილთა, ვითარცა-იგი ვიგმობვით ჩუენ ქრისტიანენი; ესე იგი არს, ვითარმედ: ვითარ-იგი მრავალთა ჰგონიეს თუ ვიტყჳთ და გუგმობენ და გუეკიცხევენ და გუწამებენ თუ ვიტყჳთო, ვითარმედ ღმერთმან კეთილი მოგუაგოს ვითარცა მიზეზ-ქმნილთა მისისა ძლევისათა, ბოროტთა საქმეთა მიერ, რომელნი ვქმნენით.

ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ამიტომაც ამბობს: „სარწმუნო არს სიტყუაჲ“ (). მაგრამ ზოგიერთნი არა მხოლოდ არ იჯერებდნენ, ბრალსაც სდებდნენ, რასაც ახლაც ელინები აკეთებენ და ამბობენ: „ვქმნეთ ბოროტი, რაჲთა მოგჳჴდეს ჩუენ კეთილი?“ ().

რადგან, როცა მოისმინეს მისი სიტყვები: „სადა-იგი განმრავლდა ცოდვაჲ, მუნ უფროჲსად გარდაემატა მადლი“ (), ისინი ჩვენს სწავლებას ამახინჯებდნენ და ამას ამბობდნენ. ასევე, როცა მათ გეენაზე ვესაუბრებით, ამბობენ: როგორ არის ეს ღვთის ღირსი, თუ ადამიანი თავის მონას, რომელსაც ბევრი შეუცოდავს, მიუტევებს და შენდობის ღირსად მიიჩნევს, ღმერთი კი უკვდავი სასჯელებით სჯის? და როცა კვლავ ნათლისღებასა და მისით ცოდვათა მიტევებაზე ვესაუბრებით, ამბობენ: როგორ არის ეს ღვთის ღირსი, რომ უთვალავი ბოროტების ჩამდენს ცოდვები მიუტევოს? ხედავ ამ გადაგრეხილ აზრს, როგორ ყველგან საკუთარი დავის ჟინს აჩვენებს? და მაინც, თუ მიტევებ...

სრულად ნახვა