თარგმანი: რაჲთა არა მწუხარე ვიყვნეთ და სასოებასა წარვიკუეთდეთ, თუ ესოდენ უშჯულო ვიქმნენით, ვიდრეღა საჴმარ იქმნა სიკუდილი უფლისაჲ ჩუენთჳს, და სხჳთა სახითა არა იქმნებოდა ცხორებაჲ ჩუენი, ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: არა თუ ოდენ ვცხოვნდით, არამედ სიქადულიცა გჳღირს და ამისთჳს ვიქადით-ცა, რომელ თავს-იდვა ქრისტემან ჩუენთჳს, ურჩულოთა ამათ, სიკუდილი, რამეთუ ესე ფრიადსა მას მამისა სიყუარულსა გამოაჩინებს, რომელ უშჯულოთა ამათთჳს ძე თჳსი სიკუდილად მისცა. ხოლო რომელნი ღმერთმან შეიყუარნეს, და მათისა ცხორებისათჳს ეგოდენ დიდი საქმე ქმნას, მათ არა უჴმს სირცხჳლი და უსასოებაჲ, არამედ სიხარული და სიქადული საღმრთოჲ და მადლობაჲ მისი, რომელმან ესრეთ შემიყუარნა ჩუენ, ცოდვილნი ესე.
ჰრომაელთა მიმართ 5:11
10. უკუეთუ მტერ რაჲ ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაჲთა, რაოდენ უფროჲს აწ, და-რა-ვეგენით, ვცხონდეთ მაცხოვარებითა მისითა!11. არა ესე ოდენ ხოლო, არამედ ვიქადითცა ღმრთისა მიმართ იესუ ქრისტეს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისაგან აწ დაგებაჲ ესე მოვიღეთ.12. ამისთჳს, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით - სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს.
ჰრომაელთა მიმართ თავი 5