თარგმანი: მრავალსახედ გამოაჩინა ზემო განმართლებაჲ ჩუენი მოცემითა მით სულისა წმიდისაჲთა და სიკუდილითა მით ბოლოდშობილისაჲთა. აწ კუალად ამას პირსა იწყო თქუმად, ვითარმედ ესრეთცა ჯერ-იყო და სამართალ, რაჲთა, რომელნი-ესე ერთისა მის კაცისა მიერ ცოდვილ და მოკუდავ ვიქმნენით, ვინაჲთგან ურჩებასა მისსა მივემსგავსენით, კუალად ერთისავე კაცისა მიერ, რომელ არს უფალი ჩუენი, ვცხოვნდით-მცა და განვმართლდით და უკუდავ ვიქმნენით, და ესრეთცა იქმნა, რამეთუ მოვიდა უფალი და მან მხოლომან მიჴსნნა ჩუენ მონებისა მისგან სიკუდილისა.
ჰრომაელთა მიმართ 5:12
11. არა ესე ოდენ ხოლო, არამედ ვიქადითცა ღმრთისა მიმართ იესუ ქრისტეს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისაგან აწ დაგებაჲ ესე მოვიღეთ.12. ამისთჳს, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით - სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს.13. რამეთუ შჯულისა მოწევნადმდე ცოდვაჲ იყო სოფელსა შინა, ხოლო ცოდვად არად შერაცხილ იყო თჳნიერ შჯულისა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 5