მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 5:16

15. არამედ არა ვითარ შეცოდებაჲ და ეგრეთცა მადლი; რამეთუ უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა მრავალნი მოსწყდეს, რაოდენ უფროჲს მადლი იგი ღმრთისაჲ და ნიჭი იგი მადლითა მით ერთისა მის კაცისა იესუ ქრისტესითა მრავალთა მიმართცა აღემატა!16. და არა ვითარცა ერთისა შეცოდებულისათჳს ნიჭი იგი, რამეთუ საშჯელი იგი ერთისა მისგან დასაშჯელად, ხოლო მადლი იგი მრავალთაგან შეცოდებათა განსამართლებელად.17. რამეთუ უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა სიკუდილი სუფევდა ერთისა მისგან, რაოდენ უფროჲს, რომელნი-იგი უმეტესსა მას მადლისასა და ნიჭსა სიმართლისასა მიიღებენ ცხორებასა შინა სუფევდენ ერთისა მისგან იესუ ქრისტესა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 5
16. და არა ვითარცა ერთისა შეცოდებულისათჳს ნიჭი იგი, რამეთუ საშჯელი იგი ერთისა მისგან დასაშჯელად, ხოლო მადლი იგი მრავალთაგან შეცოდებათა განსამართლებელად.
თავი ვ. იესუ ქრისტეს უფლისა კაცებისათჳს, რომელ იქმნა ნაცვალად მისა და იჴსნა იგი
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და არა ვითარცა ერთისა (5,16).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა თუ რაზომი ძალი აქუნდა ადამის ცოდვასა სიკუდილისა მიმართ, ეგოდენი ოდენ ძალი აქუს მადლსა ცხორებისა მიმართ, არამედ ფრიად უმეტესი. ვითარ? — გარნა ესრეთ, რამეთუ საშჯელ იგი სიკუდილისაჲ ერთისა ადამის მიერ ყოველთა კაცთა ზედა მიიწია თანაშემწეობითა სხუათაცა კაცთა ცოდვისაჲთა. ხოლო მადლი იგი და ნიჭი ღმრთისაჲ ეგოდენ უმეტესად განძლიერდა, ვიდრეღა თჳთ იგიცა ადამის ცოდვაჲ აჴოცა. და არა თუ იგი ოდენ, არამედ სხუანიცა იგი ცოდვანი კაცთანი, რომელნი ქმნეს მის ცოდვისა შემდგომად. და არა ესე ოდენ, არამედ განსამართლებელცა გუექმნა, და სიმართლედ მოგჳყვანნა ყოველნი (რამეთუ ფრიადი განყოფილებაჲ აქუს შენდობასა ოდენ ცოდვათასა და მოსლვასა სიმართლედცა).

თავი ვ̂. შემოსლვისათჳს მაცხოვარებისა ჩუენისათჳს მეორისა მის კაცისა იესუ ქრისტესსა პირველისა მის წილ დაცემულისა მიწისაგანისა ადამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და არა ვითარცა ერთისა შეცოდებულისათჳს ნიჭი იგი, რამეთუ საშჯელი იგი ერთისა მისგან დასაშჯელად, ხოლო მადლი იგი მრავალთაგან შეცოდებათა განსამართლებელად (5,16).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა სწორად ერთისა მის შეცოდებულისა, ერთსა ვისმე ოდენ მიეცემის ნიჭი განმართლებისაჲ, არამედ ფრიად უფროჲს მრავალთა ზედა განეფინების, რამეთუ ადამის შეცოდებამან იგი ოდენ წარწყმიდა შვილთა მისთა თანა, ხოლო ქრისტეს ვნებათა ძლიერებამან არა ხოლო შემდგომთა ამათ ზედა და ახლისა შჯულისათა, არამედ ძუელთა მათცა და ადრევე წარწყმედილთა გამოჴსნაჲ და ცხორებაჲ მიანიჭა.

სხუაჲ თარგმანი ჳკუმენისი: არა ხოლო ამით უზეშთაეს იყო ქრისტეს მიერი ჴსნაჲ ადამის-მიერსა მას წარწყმედასა, რაოდენ უმეტეს არს ცხორებაჲ სიკუდილსა, და უხრწნელებაჲ — ხრწნილებასა, არამედ ამითცა, რამეთუ ადამის-მიერსა მას წარწყმედასა განმაძლიერებელ ბანი შვილთა მისთანი, რამეთუ მცა ყოველნი მიდევნებულ იყვნეს ცო]დვასა, არამცა ესოდენ უფლებდა სიკუდილი და ხრწ, ხოლო ქრისტეს მადლი თჳნიერ ჩუენისა ობისა ყოველთა ზედა განეფინა.

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის