თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, — "სადა-იგი განმრავლდა ცოდვაჲ, მუნ უფროჲსად გარდაემატა მადლი", — რაჲთა არა ჰგონონ უგუნურთა, ვითარმედ ურიდებად ცოდვისა აწუევს, ამისთჳს აწ თჳთვე იკითხავს: "და-მე-ვადგრეთა ცოდვასა ზედა, რაჲთა მადლი განმრავლდეს?" — და იგივე მიუგებს: "ნუ იყოფინ!" — რაჲთა განაცხადოს, ვითარმედ ყოვლად უჯერო არს მოგონებაჲცა ეგევითარისაჲ.
ჰრომაელთა მიმართ 6:1
1. რაჲ-მე უკუე ვთქუათ აწ? და-მე-ვადგრეთა ცოდვასა მას ზედა, რაჲთა მადლი განმრავლდეს? ნუ იყოფინ!2. რომელნი-ესე მოვკუედით ცოდვითა, ვითარ უკუე მერმე ვცხონდებოდით მას შინა?
ჰრომაელთა მიმართ თავი 61. რაჲ-მე უკუე ვთქუათ აწ? და-მე-ვადგრეთა ცოდვასა მას ზედა, რაჲთა მადლი განმრავლდეს? ნუ იყოფინ!
თავი ვ̂. შემოსლვისათჳს მაცხოვარებისა ჩუენისათჳს მეორისა მის კაცისა იესუ ქრისტესსა პირველისა მის წილ დაცემულისა მიწისაგანისა ადამისსა
მოციქულისაჲ: რაჲ-მე უკუე ვთქუათ აწ; და-მე-ვადგრეთა ცოდვასა მას ზედა, რაჲთა მადლი განმრავლდეს? — ნუ იყოფინ (6,1).:
თავი ზ საქმეთა კეთილთათჳს, რომელნი ჯერ-არიან სარწმუნოებისა თანა]
მოციქულისაჲ: აწ რაჲ-მე ვთქუათ? და-მე-ვადგრეთა ცოდვასა მას ზედა, რაჲთა მადლი განმრავლდეს? — ნუ იყოფინ! რომელნი-ესე მოვკუედით (6,1).:
თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "სადა-იგი განმრავლდა ცოდვაჲ, მუნ უფროჲსად გარდაემატა მადლი", რაჲთა არა თქუან უგუნურთა, თუ ცოდვისა მიმარ გუაწუევს, ამისთჳს შესძინა ესე, ვითარმედ: ნუ-უკუე ვინმე თქუას თუ — "ვქმნე ცოდვაჲ, რაჲთა გარდაემატოს მადლი ჩემ თანაცა". ნუ იყოფინ ესე, ნუცამცა მოუგონებია ვის! რამეთუ იგი ქრისტემან ერთგზის ქმნა და მოჰფინა უხუად მადლი თჳსი და იჴსნა სოფელი მძლავრებისაგან ცოდვისა, და ამიერითგან, რომელმან შეიყუაროს და ქმნეს ცოდვაჲ, უმეტესად დაისაჯოს მისთჳს, ვიდრე პირველნი იგი. რამეთუ არა აქუს იძულებაჲ, ვითარ მაშინ, არამედ განთავისუფლებულ არს ქრისტეს მიერ, და ნებსით შთაიგდებს თავსა თჳსსა ცოდვათა შინა, და ღირს არს ფრიადსა საშჯელსა.
დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის