მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 6:18

17. ხოლო მადლი ღმერთსა, რამეთუ იყვენით მონა ცოდვისა და მორჩილ იქმნენით გულითა, რომელსაცა-იგი მიეცენით სახედ მოძღურებისა.18. ხოლო აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან, და დამონებულ ხართ სიმართლესა.19. კაცობრივ ვიტყჳ უძლურებისათვჳს ჴორცთა თქუნთაჲსა: ვითარცა-იგი წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად არაწმიდებასა და უშჯულოებასა უშჯულოებად, ეგრეცა აწ წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად სიმართლესა სიწმიდედ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 6
18. ხოლო აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან, და დამონებულ ხართ სიმართლესა.
თავი ჱ. დაწყებისათჳს მადლიერისა ამის ჩინებისა ჩუენისაებრ ცხორებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო მადლი ღმერთსა, რამეთუ იყვენით მონა ცოდვისა, და მორჩილ იქმნენით გულითა, რომელსაცა-იგი მიეცენით სახედ მოძღურებისა. ხოლო აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ხართ სიმართლესა (6,17-18).:

მოციქულისაჲ: ნუ უკუე სუფევნ ცოდვაჲ მობთ ასოთა მაგათ თქუენთა საჭურველად სიცრუვისა ცოდვასა (6,12-13).

თარგმანი: სიტყვაჲ ესე ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ნუ უკუე მეფობ. ესე იგი არს, რამეთუ ყოველსა ადგილსა განიყოფებიან სახელნი ესე მეფობისა და მძლავრებისაჲ, და მეფე უწოდიან მას, რომელი რწმუნებით და ნებსით შჯულიერად იპყრობდეს კაცთა, ხოლო მძლავრ - მას, რომელი უნებლიეთ და გარეშე შჯულთა სამეუფოთა უმშჯავროდ მპყრობელ იყოს ქუეყანისა. ამისთჳს აწ მოციქულმან არა თქუა, ვითარმედ: "ნუ ჰმძლავრობნ", არამედ "ნუ მეფობნ ცოდვაჲ მოკუდავთა მაგათ ჴორცთა თქუენთა ზედა", რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ ვერ ჴელ-ეწიფების ცოდვასა იძულებით მძლავრებაჲ ჩუენი, არა თუ ჩუენ თჳთ ნებსით ვჰმორჩილობდეთ მას. არამედ რომელიმე ჩუენი არს და რომელიმე მისი. რამეთუ აღძრვასა ჴორცთაჲ ბუნებითი არს ჩუენ შორის, ხოლო ქმნაჲ და არაქმნაჲ ჩუენისა ნებისა და აღრჩევისა საქმე არს; გინათუ გჳნდეს, და თუ არა გუენებოს მორჩილებად ცოდვისა გულისთქუმათა...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1993 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის ღვთივკურთხეულნო შვილნო:

„აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ხართ სიმართლესა“ ()

ყოვლადუსამღვდელოესნო მწყემსმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძენო და ასულნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ივერიის წმიდა მიწის მკვიდრნო და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, გ ი ხ ა რ ო დ ე თ,

ქრისტე აღდგა!

აღდგა დაკარგული ერთობა ღმერთთან, აღდგა სასოება და იმედი კაცთა, აღმობრწყინდა მზე სიმართლისა და გამოჩნდა გზა მარადიული ნეტარებისა; მდიდართ და გლახაკთ, ბრძენთ და უსწავლელთ, ხანდაზმულთა და ყრმათ, - ყველას უხმობს უფალი სიხარულის ტრაპეზზე, რათა მიაგოს თითოეულს ღირსებისაებრ მათისა. „ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნენ ცოდვანი“ ().

ვინ არის ღირსი ამ მადლისა, ასეთი მოწყალებისა? - ის, ვისაც ესმის ამქვეყნიური ცხოვრების არსი, ვინც სიტყვით და საქმით შეძლებისამებრ ადიდებს ჭეშმარიტ ღმერთს და აცნობიერებს თვის მისიას ამ წუთისოფელში.

ყოველ ადამიანს საკუთარი იდეა,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის