1.რაჲ-მე უკუე ვთქუათ აწ? და-მე-ვადგრეთა ცოდვასა მას ზედა, რაჲთა მადლი განმრავლდეს? ნუ იყოფინ!2.რომელნი-ესე მოვკუედით ცოდვითა, ვითარ უკუე მერმე ვცხონდებოდით მას შინა?3.ანუ არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ?4.და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაჲთა ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეთცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით.5.რამეთუ უკუეთუ თანა-ნერგ ვექმნენით მსგავსებასა მას სიკუდილისა მისისასა, ეგრეთცა აღდგომასა მას მისსა ვიყვნეთ.6.ესე უწყით, რამეთუ ძუელი იგი კაცი ჩუენი მის თანა ჯუარს-ეცუა, რაჲთა განქარდეს ჴორცი იგი ცოდვისაჲ, რაჲთა არღარა ვჰმონებდეთ ჩუენ ცოდვასა,7.რამეთუ, რომელი – იგი მოკუდა, განმართლებულ არს ცოდვისაგან.8.უკუეთუ მოვკუდეთ ქრისტეს თანა, გურწამს, რამეთუ მის თანაცა ვცხონდეთ.9.ესე უწყით, რამეთუ ქრისტე აღდგა მკუდრეთით, არღარა მოკუდეს, და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს.10.რამეთუ, რომელი იგი-მოკუდა, ცოდვითა მოკუდა ერთ-გზის, ხოლო რომელი-იგი ცხოველ არს, ცხოველ არს ღმრთისა.11.ეგრეცა თქუენ შეჰრაცხენით თავნი თქუენნი მკუდრად ცოდვისათჳს და ცხოველად ღმრთისა ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩუენისა.12.ნუ უკუე სუფევნ ცოდვაჲ მოკუდავთა მაგათ ჴორცთა თქუენთა მორჩილებად მისა გულის-თქუმათა შინა მისთა,13.ნუცა წარუდგინებთ ასოთა მაგათ თქუენთა საჭურველად სიცრუისა ცოდვასა, არამედ წარუდგინენით თავნი თქუენნი ღმერთსა, ვითარცა მკუდრეთით ცხოველნი, და ასონი ეგე თქუენნი საჭურველად სიმართლისა ღმერთსა.14.და ცოდვაჲ თქუენ ზედა არა უფლებდეს, რამეთუ არა ხართ შჯულსა ქუეშე, არამედ მადლსა.15.აწ უკუე რაჲ? ვცოდვიდეთ-მეა, რამეთუ არა ვართ შჯულსა ქუეშე, არამედ მადლსა? ნუ იყოფინ!16.არა უწყითა, რამეთუ რომელსა-იგი წარუდგინენით თავნი თჳსნი მონად მორჩილებისა, მონანი ხართ, რომელსაცა-იგი ერჩით; გინა თუ ცოდვასა სიკუდილდ ანუ მორჩილებად სიმართლესა?17.ხოლო მადლი ღმერთსა, რამეთუ იყვენით მონა ცოდვისა და მორჩილ იქმნენით გულითა, რომელსაცა-იგი მიეცენით სახედ მოძღურებისა.18.ხოლო აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან, და დამონებულ ხართ სიმართლესა.19.კაცობრივ ვიტყჳ უძლურებისათვჳს ჴორცთა თქუნთაჲსა: ვითარცა-იგი წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად არაწმიდებასა და უშჯულოებასა უშჯულოებად, ეგრეცა აწ წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად სიმართლესა სიწმიდედ.20.რამეთუ ოდეს-იგი მონანი იყვენით ცოდვისანი, თავისუფალ იყვენით სიმართლისაგან.21.რაჲ უკუე ნაყოფი გაქუნდა მაშინ, რომლისათჳს აწ ეგერა გრცხუენის? რამეთუ აღსასრული მათი სიკუდილი არს.22.ხოლო აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ღმერთსა, და გაქუს ნაყოფი თქუენი სიწმიდედ, და აღსასრულსა – ცხორებაჲ საუკუნოჲ.23.რამეთუ საგზალი ცოდვისაჲ სიკუდილი არს, ხოლო ნიჭი ღმრთისაჲ – ცხორებაჲ საუკუნოჲ ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.
მოციქულისაჲ: ამისთჳს, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა, და ცოდვისა ძლით — სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს (5,12).
თარგმანი: ერთად კაცად პირველსა მას კაცსა უწოდს, ადამს, რომლისა მცნებისა [გარდასლვამან) ცოდვაჲ სოფლად შემოიყუანა, და ცოდვისა მიერ მოგუეტყუა სიკუდილი და ხრწნილებაჲ, რამეთუ ჩუენცა...
მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, რამეთუ, რომელთა-ესე ნათელ ვიღეთ ქრისტე იესუის მიერ, სიკუდილისა მისისა მამართნათელ-ვიღეთ და თანა-დავეფლენით მას ნათლისღებითა სიკუდილსა მისსა, რაჲთა, ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით (6,3-4).
თარგმანი: უმამხილებელესად იჴუმევს სიტყუასა თჳსსა, რამეთუ გამოგჳთარგმნის, თუ...
თარგმანი: სიტყვაჲ ესე ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ნუ უკუე მეფობნ ცოდვაჲ. ესე იგი არს, რამეთუ ყოველსა ადგილსა განიყოფებიან სახელნი ესე მეფობისა და მძლავრებისაჲ, და მეფე უწოდიან მას, რომელი რწმუნებით და ნებსით შჯულიერად იპყრობდეს კაცთა, ხოლო...
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ვინაჲთგან გურწმენა და ნათელ-ვიღეთ, მკუდარ-ვიქმნენით ცოდვისაგან, არღარას ზედა ვმორჩილებდეთ მას, რამეთუ ესე ერთგზის ჰქმნა ნათლის-ღებამან, რომელ მოგუაკუდინა მისგან. აწ უკუე ჩუენსა ნებასა და მოსწრაფებასა ზედა არს, რომელ, დაღაცათუ ბევრეულ გუეტყოდის ცოდვა, არა ვმორჩილებდეთ მას, არამედ ვიყვნეთ აღუძრველ მისა მიმართ, ვითარცა მკუდარნი.
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,
„შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისათვის გაამზადე თავი… ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი,- მორჩილების ქურაში“(ზირქ. 2,1,5.)
ქრისტე აღდგა!
გვესმის ყოვლადწმინდა მარიამის, მარიამ მაგდალინელისა და სხვა მენელსაცხებელე დედათა გულანთებული, სულისშემძვრელი ძახილი:
ქრისტე აღდგა!
სიხარულით აღვსილნი ადასტურებენ წმინდა...
ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის ღვთივკურთხეულნო შვილნო:
„აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ხართ სიმართლესა“ ()
ყოვლადუსამღვდელოესნო მწყემსმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძენო და ასულნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ივერიის წმიდა მიწის მკვიდრნო და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, გ ი ხ ა რ ო დ ე თ,
ქრისტე აღდგა!
აღდგა დაკარგული ერთობა ღმერთთან, აღდგა სასოება და იმედი კაცთა, აღმობრწყინდა მზე...
აღდგომა ქრისტესი გვაზიარებს მის მიერ სიკვდილის ძლევის უდიდეს სიხარულთან, რაც ჩვენს პირად უკვდავებასაც უკავშირდება, რადგან „თუ სიკვდილის მსგავსებით თანაშეზრდილნი ვართ მასთან, აღდგომითაც მას ვემსგავსებით“ და როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით, ასევე ჩვენც იმსოფლად განახლებულ სიცოცხლეში ვივლით ()
განახლებული ცხოვრება კი დედამიწაზევე უნდა დავიწყოთ, რომ „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან განგვათავისუფლოს“ ().
სიკვდილი არის საიდუმლოებით მოცული კარიბჭე, რომლის შეღებისთანავე სულისთვის იწყება მარადული ცხოვრება, თუმცა მაინც არასრული; შემდეგ კი მოაწევს ჟამი, როცა მიცვალებულნი შეიმოსავენ განახლებულ სხეულს და „კეთილისმოქმედნი გამოვლენ სიცოცხლის აღდგომისთვის, ხოლო ბოროტისმოქმედნი, - განკითხვის აღდგომისათვის“ ().
თუ ქრისტემდე სიკვდილი მოიწეოდა ყველაზე, - მორწმუნეზეც და ურწმუნოზეც, იუდეველზეც და წარმართზეც, ასევე მთელ სამყაროზე, - მეორედ მოსვლის შემდეგ აღარ იარსებებს არც სიკვდილი და არც ხრწნილება და უფალი ყველას და ყველაფერს აღადგენს პირვანდელ მდგომარეობაში და სამართლიანობით მიაგებს ყველას მარადიულ ადგილ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა წმიდისა, ვერ ჴელეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (3,5).:
...აჲ თავისაჲ წყალსა, რაჲთა სცნა, ვითარმედ ძალი მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ აღასრულებს მას ყოველსა, და არა იჭუ არს საქმჱ ესე. ისმინე პავლესი, რასა იტყჳს, ვითარმედ: „დავეფლენით მის თანა ნათლის-ღები-თა სიკუდილად“, და ვითარმედ: „ძუელი იგი კაცი ჩუენი ჯუარს-ეცუა“. ხოლო არა თუ ოდენ ნათლის-ღებასა ჯუარ-ცუმა ეწოდების, არამედ ჯუარ-ცუმასაცა - ნათლის-ღება, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ“. ; რამეთუ ვითარცა ჩუენ ადვილად შთავჰყოფთ წყალსა თავთა და აღმოვიღებთ, ეგრეთვე უფალი ადვილად მოკუდა და, ინება რაჲ, აღდგა, დაღაცათუ საიდუმლოდ სამ დღე იყო საფლავსა შინა.
ხოლო აწ რომელნი ესევითართა საიდუმლოთა ღირსქმნულ ვართ, ცხორებაჲცა მოვიგოთ ღირსი მის ნიჭისაჲ, და რომელნი არა ღირსქმნულ ხართ მას, ყოვლითა სახითა ისწრაფეთ, რაჲთა ღირს მისა იქმნნეთ, და ვიქმნნეთ ერთ გუამ და ურთიერთას ძმა. რამეთუ ვიდრემდის ამით საქმით განყოფილ ვიყვნეთ, არცა ერთ არს ერთობაჲ, დაღაცათუ ჴორციელად ძმა ვიყვნეთ, რამეთუ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი, ქადაგებდა უდაბნოსა ჰურიასტანისასა და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (3,1-2).:
...ასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა“? და არა აქუნდა ნათლის-ცემასა მას მოტევებაჲ ცოდვათაჲ, არამედ ესე ნიჭი შემდგომად მისა მოცემულისა მის ნათლის-ღებისაჲ იყო, რომლითაცა თანადავეფლენით მას, ვითარცა მოციქული იტყჳს: „და ძუელი იგი კაცი ჩუენი მაშინ ჯუარს-ეცუა მის თანა“; და პირველ ჯუარისა არასადა ჩანს მოტევებაჲ, რამეთუ მოტევებაჲ ცოდვათაჲ სისხლითა მისითა მოგუეცა, ვითარცა იტყჳს მოციქული პავლე: „არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით, არამედ განჰმართლდით არა თუ ნათლის-ღებითა იოვანესითა, არამედ სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა“. და სხუასა ადგილსა იტყჳს: „იოვანე ნათელ-სცემდა ნათლის-ცემასა სინანულისასა“; და არა იტყჳს, თუ: ცოდვათა მოტევებისასა. „და იტყოდაო, რაჲთა ჰრწმენეს მომავალისა მის შემდგომად მისა“; რამეთუ ვიდრეღა მსხუერპლი იგი არა შეწირულ იყო და სული წმიდაჲ არა გარდამოსრულ იყო, არცა ცოდვათა ჴელითწერილი განხეთქილ იყო, არცა მტერობაჲ დაჴსნილ იყო, არცა წყევაჲ იგი განქარვებულ იყო, ვითარმცა მოეცემოდა ცოდვათა მოტევებაჲ?