მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 6:8

7. რამეთუ, რომელი – იგი მოკუდა, განმართლებულ არს ცოდვისაგან.8. უკუეთუ მოვკუდეთ ქრისტეს თანა, გურწამს, რამეთუ მის თანაცა ვცხონდეთ.9. ესე უწყით, რამეთუ ქრისტე აღდგა მკუდრეთით, არღარა მოკუდეს, და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს.
ჰრომაელთა მიმართ თავი 6
8. უკუეთუ მოვკუდეთ ქრისტეს თანა, გურწამს, რამეთუ მის თანაცა ვცხონდეთ.
თავი ზ საქმეთა კეთილთათჳს, რომელნი ჯერ-არიან სარწმუნოებისა თანა]
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ მოვკუედით ქრისტეს თანა, გურწამს, რამეთუ მის თანა ვცხოვნდეთ (6,8).:

თარგმანი: განცხადებულად გუახარებს აღდგომასა და იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ რომელნი-ესე მოვკუედით ქრისტეს თანა ნათლისღებისა მიერ, და მკუდარ-ვიქმნენით ცოდვისაგან, და ვეგნეთ მკუდრობასა მას შინა, და არღარა ცხოველ ვიქმნეთ ცოდვათა მიმართ, გურწმენინ, ვითარმედ ვცხონდებოდით ქრისტეს თანა ნეტარითა მით და დაუსრულებელითა ცხორებითა, რომელი მოგუეცეს შემდგომად აღდგომისა მის მერმისა. უკუეთუ კულა აწ ცხოველ ვიქმნეთ ცოდვისა მიმართ, მუნ ვერღარა ცხოველ-ვიყვნეთ ქრისტეს თანა, არამედ ცეცხლსა შინა ცხოველ ვიყვნეთ.

თავი ზ̂. თანანადებთა მათთჳს სარწმუნოებისა ჩუენისათა კეთილთა საქმეთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ მოვკუდეთ ქრისტეს თანა, გურწამს, რამეთუ მის თანაცა ვცხონდეთ. ესე უწყით, რამეთუ ქრისტე აღდგა მკუდრეთით, არღარა მოკუდეს და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს (6,8-9).:

მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, რამეთუ, ნათე ქრისტე იესუის მიერ, და თანა-დავეფლენით მას ნათლისღებითა სიკუდილსა მისსა, რაჲთა, ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით (6,3-4).

თარგმანი: უმამხილებელესად იჴუმევს სიტყუასა თჳსსა, რამეთუ გამოგჳთარგმნის, თუ ვითარ მოვკუდებით ცოდვითა, და იტყჳს: არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, ჩუენცა სიკუდილად ნათელ-გჳღებიეს? რამეთუ ნათლის-ღებაჲ სიკუდილსა მიემსგავსების და ამას მოასწავებს სიკუდილისა მისისა მიმართ ნათლისღებაჲ, რამეთუ, ვითარ-იგი სიკუდილი მოაკუდინებს ეგრეთვე ნათლისღებაჲ უქმ ჰყოფს ჴორცთა ყოვლისავე ცოდვისა მიმართ. ესე რაჲ თქუა მოციქულმან, იწყო სარწმუნო ყოფად აღდგომასა მკუდართასა აღდგომისა მიერ ქრისტესისა, რომლისა აღდგინებაჲ დიდებითა მამისაჲთა ამისთჳს თქუა, რამეთუ ჯერეთ ჩჩჳლთა მიმართ სიტყუასა ჰყოფდა, რომლისა შემდგომობაჲ ესრეთ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის