მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ზ̂. თანანადებთა მათთჳს სარწმუნოებისა [ჩუენისა]თა კეთილთა საქმეთა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, რამეთუ, ნათე ქრისტე იესუის მიერ, და თანა-დავეფლენით მას ნათლისღებითა სიკუდილსა მისსა, რაჲთა, ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით (6,3-4).

თარგმანი: უმამხილებელესად იჴუმევს სიტყუასა თჳსსა, რამეთუ გამოგჳთარგმნის, თუ ვითარ მოვკუდებით ცოდვითა, და იტყჳს: არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, ჩუენცა სიკუდილად ნათელ-გჳღებიეს? რამეთუ ნათლის-ღებაჲ სიკუდილსა მიემსგავსების და ამას მოასწავებს სიკუდილისა მისისა მიმართ ნათლისღებაჲ, რამეთუ, ვითარ-იგი სიკუდილი მოაკუდინებს ეგრეთვე ნათლისღებაჲ უქმ ჰყოფს ჴორცთა ყოვლისავე ცოდვისა მიმართ. ესე რაჲ თქუა მოციქულმან, იწყო სარწმუნო ყოფად აღდგომასა მკუდართასა აღდგომისა მიერ ქრისტესისა, რომლისა აღდგინებაჲ დიდებითა მამისაჲთა ამისთჳს თქუა, რამეთუ ჯერეთ ჩჩჳლთა მიმართ სიტყუასა ჰყოფდა, რომლისა შემდგომობაჲ ესრეთ შეეტყუებოდა, ვითარმედ, ვითარ-იგი ქრისტე, ეგრეთვე ჩუენცა აღვდგეთ. არამედ მოციქული აღდგომისა წილ განახლებითა ცხორებისაჲ გჳბრძანებს სლვად, ესე იგი არს ახლითა მოქალაქობითა, რომლითა მოიკლვის ცოდვაჲ კრძალულებით ცხორებითა, და აღდგების ცხორებაჲ, სათნოებათა მიერ განახლებული, რამეთუ განახლება ცხორებისა არს, რაჟამს მეძავი აღარა ისიძვიდეს და მპარავი არღარა იპარვიდეს. რამეთუ ესე მოგუმადლა ჩუენ მან, რომელი-იგი დაღაცათუ კაცობრივ ითქუმის მამისა მიერ აღდგენილად, არამედ ბუნებითა ღმრთეებისაჲთა იგი მხოლოჲ არს დიდებაჲ მამისაჲ, რომელი-ესე თჳთ ამისვე მოციქულისაგან გჳსწავიეს, სამან.

მოციქულისაჲ: რამეთუ ქმნენით სიკუდილი აღდგომა (6,5).

თარგმანი: უარ-ცუ ნათლის-ღებაჲცა, -იგი ქრისტესა ექმნნეს ჯუარ-ცუმაჲ და დაფლვაჲ, ეგრეთვე ჩუენდა იქმნების ნათლისღებაჲ; დაღაცათუ არა მათვე ზედა. რამეთუ იგი ჴორცითა მოკუდა და დაეფლა, ხოლო ჩუენ ცოდვათაგან მოვკუდებით და დავეფლვით. ამისთჳს არა იტყჳს, ვითარმედ: თანანერგ ვექმნენით სიკუდილსა, არამედ მსგავსებასა ოდენ სიკუდილისასა, რამეთუ, დაღაცათუ სიკუდილ არიან ორნივე, არამედ არა ერთსახე, ვინაჲთგან ქრისტესი იგი — ჴორცითა იყო, ხოლო ჩუენი ესე — ცოდვისაგან მოკუდომაჲ არს.

და კუალად, არა იტყჳს, ვითარმედ: "ზიარ-ვექმნენით", არამედ "თანანერგ ვექმნენით სიკუდილსა მისსა", რამეთუ სახელითა ნერგისაჲთა მის მიერსა მას ნაყოფსა მაუწყებს ჩუენ, რამეთუ, ვითარ-იგი დაენერგა რაჲ საფლავსა შინა გუამი იგი სამეუფოჲ, ცხორებაჲ სოფელსა აღმოუცენა, ეგრეთვე ჩუენ, დავეფლნეთ რაჲ ნათლისღებითა, განმართლებისა გამომღებელ ვიქმნებით, რაჟამს მსგავსებაჲ სიკუდილისა მისისაჲ ვაჩუენოთ; არა ჴორციელად სიკუდილითა, არამედ სამგზის ემბაზსა შინა შთაყოფისა და აღმოღებისა მიერ, სამ დღე დაფლვისა და აღდგომისა მისისა გამოსახვითა.

სხუაჲ თარგმანი წმიდისა კჳრილესი მეათორმეტისა წიგნისაგან ივლიანესთჳს თქუმულისა: მსგავსება სიკუდილისა ამისთჳს უწოდს სიკუდილსა ქრისტესსა, რამეთუ არა დაადგრა იგი სიკუდილსა შინა, არამედ შემდგომად სამისა დღისა აღდგა. და კუალად, მსგავსება სიკუდილისა არს სიკუდილი ქრისტესი, რამეთუ არა ეუფლა მას განსახრწნელი, და დაღაცათუ ივნო ჰგიეს ღმრთეებითა.

სხუაჲ თარგმანი ჳკუმენისი: იხილე , ვითარ სიკუდილისა მსგავსებასა ოდენ ვეზიარებით, ხოლო აღდგომისა ზიარებასა — სრულებით და ჭეშმარიტებით მოგუანიჭებს ქრისტე.

მოციქულისაჲ: ესე უწყით, რამეთუ ძუელი იგი კაცი ჩუენი მის თანა ჯუარს-ეცუა, რაჲთა განქარდეს ჴორცი იგი ცოდვისაი, რაჲთა არღარა ვჰმონებდეთ ჩუენ ცოდვასა, რამეთუ, რომელი-იგი მოკუდა, განმართლებულ არს ცოდვისაგან (6,6-7).

თარგმანი: ძუელად კაცად არა თჳთ მას ბუნებასა უწოდს კაცობრივსა, არამედ ყოველსა სიბოროტესა, საქმითსა და გონებითსა, რომელი მოკუდების ჟამსა მას წმიდისა ნათლისღებისასა, ხოლო ჴორცად ცოდვისა უწოდს თჳთ მათ საქმეთა არაწმიდებისათა, რომელნი განქარდებიან ნათლისღებისა მიერ. ამისთჳსცა მიერ დღითგან გჳჴმს ჩუენ, რაჲთა ვითარცა მკუდარნი, დადებულნი საფლავსა, ესრეთ უქმ ვიყვნეთ ყოვლისაგან მონებისა ცოდვათაჲსა. რამეთუ რომელი ესრეთ გულისჴმის-ყოფით მოკუდეს ჟამსა მას წმიდისა ნათლისღებისასა, და იჯმნას ცოდვისაგან და ყოველთა საქმეთა საეშმაკოთა, ესევითარი იგი განმართლებულ არს, ესე იგი არს, განთავისუფლებულ არს ცოდვისაგან.

სხუაჲ თარგმანი კჳრილესი: ჴორც ცოდვისა არს ცოდვისა მიერი იგი მძჳნვარებაჲ აღძრვისაჲ, რომელი მარადის ბილწებად მიიზიდავს გონებასა, ჴორცთა შორის შემოღებითა თიჴისათა მათ გემოვნებათაჲთა, ამისთჳს კუალად ქუემო-რე იტყჳს, ვითარმედ: "შეუძლებელი შჯულისაჲ, რომლითა უძლურ იყო ჴორცთა მათთჳს, ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა, და ცოდვისათჳს დასაჯა ცოდვაჲ იგი ჴორცითა თჳსითა". ცხად არს, ვითარმედ საწერტელი ცოდვისაჲ შემუსრა ჴორცითა. და სიბოროტენი ჩუენნი განაქარვნეს ჴსნნეს ჩუენ მონებისაგან ცოდვიდიდრად განფენითა ჩუენ ზედა მადლისა მისისაჲთა.

მოციქულისაჲ: უკუეთუ მოვკუ ქრისტეს თანა, გურწამს, რამეთუ მის თანაცა ვცხონდეთ. ესე უწყით, რამეთუ ქრისტე აღდგა მკუდრეთით, არღარა მოკუდეს და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს (6,8-9).

თარგმანი: ამიერითგან განცხადებულად გუახარებს მადლსა აღდგომისასა აღდგომითა ქრისტესითა და იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ესრეთ მოვკუდეთ ქრისტეს თანა, ნათლისღებითა, რაჲთა ყოვლად უქმ ვიყვნეთ ცოდვისა მიმართ, გურწამს, ვითარმედ მის თანა ვცხონდეთ დაუსრულებელსა მას შინა ცხორებასა რამეთუ, ვინაჲთგან რომელი-იგი არა თანამდებ იყო სიკუდილისაჲ, ამისთჳს მოკუდა, რაჲთა აჴოცნეს ცოდვანი სოფლისანი. ამისთჳს, ვითარცა-იგი ცხოველ არს უკუნისამდე, ეგრეცა ჩუენ მის თანა ცხოველ ვიყვნეთ დაუსრულებელთა საუკუნეთა.

მოციქულისაჲ: რამეთუ რომელი-იგი მოკუდა, ცოდვითა მოკუდა ერთგზის, ხოლო რომელი-იგი ცხოველ არს, ცხოველ არს ღმრთისა. ეგრეთცა თქუენ შეჰრაცხენით თავნი თქუენნი მკუდრად ცოდვისათჳს, და ცხოველად — ღმრთისა, ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა (6,10-11).

თარგმანი: ესე სიტყუაჲ ყოვლისა კაცისათჳს უთქუამს, ვითარმედ, ვითარცა მკუდარი მო-რაჲ-კუდეს ერთგზის, მიერითგან უქმ არს ყოვლისავე საქმისა მიმართ, ეგრეცა მკუდარ ქმნულსა ნათლისღებისა მიერ, თანა-აც, რაჲთა მკუდარ იყოს ცოდვისათჳს, და ცხოველ — ღმრთისა, უქმ ბოროტისა და მოქმედ კეთილისა, შეწევნითა ქრისტესითა. რამეთუ ვითარ-იგი საღმრთოდ განცხოელებაჲ, ეგრეთვე დაუცემელად დაცვაჲ კეთილსა შინა ვერ-ვინაჲთ სხჳთ მოიგებვის, თჳნიერ ქრისტეს იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა.