მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 7:11

10. და მე მოვკუედ; და მეპოვა მე მცნებაჲ იგი, რომელი იყო საცხორებელად, იგივე სიკუდილად.11. რამეთუ ცოდვამან მან მიზეზი მიიღო მცნებისა მისგან, მაცთუნა მე და მის მიერ მომკლა.12. ამიერითგან შჯული წმიდა არს, და მცნებაჲ იგი წმიდა და მართალ და კეთილ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 7
11. რამეთუ ცოდვამან მან მიზეზი მიიღო მცნებისა მისგან, მაცთუნა მე და მის მიერ მომკლა.
თავი თ̂. შჯულსა ქუეშე მყოფთა დაშჯისათჳს ცოდვისა მიერ, რომლისაგან განგუათავისუფლნა ქრისტემან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო მე ცხოველ ვიყავ ოდესმე თჳნიერ შჯულისა. და ოდეს მოიწია მცნებაჲ იგი, ცოდვაჲ განცოცხლდა და მე მოვკუედ; და მეპოვა მე მცნებაჲ იგი, რომელი იყო საცხორებელად, იგივე სიკუდილად. რამეთუ ცოდვამან მან მიზეზი მიიღო მცნებისა მისგან, მაცთუნა მე და მის მიერ მომკლა (7,9-11).:

თარგმანი: პირველ მოსესსა იტყჳს ცხოველ ყოფასა, და არა სიმრავლითა ცოდვათაჳთა მომკუდარ-ყოფასა ვითარმედ: მაშინ ბუნებითი ოდენ შჯული მაქუნდა მამხილებელად, ხოლო შემდგომად მოსესსა წერილისაჲცა იგი ზედა-დაერთო ბუნებითსა მას, და ვითარცა მკუდარი აღადგინა, უჩინოჲ საჩინო ყო დაფარულებაჲ ცოდვისაჲ, რომლითა მე მოვკუედ, რაჟამს არღარა უმეცრებით, არამედ მეცნიერებით ვცოდევდი და ცოდვისაგან დამაყენებელისა მის შჯულისასა არა ვისმენდი. ამისთჳსცა საცხორებელად მოცემული იგი ურჩებამან და უდებებამან ჩემმან სასიკუდინო ჩემდა ყო. რომლისათჳს არა მკურნალისაჲ, არამედ სენისა მის შემმატებელისაჲ არს] ბრალი და ცოდვისა მომპოვნებელისა და მაცთურებით მომაკუდინებელისა ეშმაკისაჲ, რომელმან სამოთხისა იგი მცნებისა გარდასლვაჲ შჯულისა მცნებათა გარდასლვასა თანა სასიკუდინო ჩუენდა ყო.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის