თარგმანი: შჯულად მოსეს მიერსა მას იტყჳს, ხოლო მცნებად — სამოთხეს შინა მიცემულსა მას პირველთა მამათადა, რომელსა წმიდად უწოდს, ვითარცა სიწმიდისა მასწავლელსა. ხოლო მართლად — ვითარცა მართლიად დამშჯელსა გარდამავალთა მისთასა; ხოლო კეთილად, - რამეთუ ცხორებისა განმამზადებელ იყო ყოველთათჳს, რომელთა დაიცვან იგი.
ჰრომაელთა მიმართ 7:12
11. რამეთუ ცოდვამან მან მიზეზი მიიღო მცნებისა მისგან, მაცთუნა მე და მის მიერ მომკლა.12. ამიერითგან შჯული წმიდა არს, და მცნებაჲ იგი წმიდა და მართალ და კეთილ.13. აწ უკუე კეთილი იგი მე სიკუდილ მექმნაა? ნუ იყოფინ! არამედ ცოდვაჲ იგი, რაჲთა ჩნდეს ცოდვა კეთილითა მით, რომელი იქმნა ჩემდა სიკუდილ, რაჲთა იყოს გარდარეულად ცოდვილ ცოდვაჲ იგი მცნებისა მისგან.
ჰრომაელთა მიმართ თავი 7