მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი თ̂. შჯულსა ქუეშე მყოფთა დაშჯისათჳს ცოდვისა მიერ, რომლისაგან განგუათავისუფლნა ქრისტემან

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, ძმანო, — რამეთუ მეცნიერთა მათ შჯულისათა ვეტყჳ, — ვითარმედ შჯული უფლებს კაცსა ზედა, რაოდენ ჟამ ცოცხალ არს იგი? რამეთუ ქმრის ცოლი დედაკაცი სიკუდილადმდე ქმრისა შეკრულ არს შჯულითა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, განთავისუფლებულ არს იგი შჯულისა მისგან ქმრისა. აწ უკუე ცხორებასა ქმრისასა მემრუშედ ეწოდოს, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი მისი, თავისუფალ არს იგი შჯულისა მისგან. რაჲთა არა იყოს იგი მემრუშე, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა (7,1-3).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო აჩუენა, ვითარმედ ცოდვაჲ არღარა უფლებს, აწ აჩუენებს, ვითარმედ არცაღა შჯული უფლებს; და სახედ შემოიღებს მას, რაჲ-იგი თჳთ მასვე შჯულსა განეწესა დედაკაცისათჳს ქმრის ცოლისა. და შჯულსა იტყჳს ნაცვალად ქმრისა, ხოლო მორჩილთა შჯულისათა - სახედ ცოლისა. და ამას თჳთ მეცნიერთავე ეტყჳს წიგნისა მის შჯულისათა, ვითარმედ: შჯული უფლებს კაცსა ზედა, ესე იგი არს მამაკაცსა და დედაკაცსა (რამეთუ კაცებისა სახელი ზოგადი არს ორთაჲვე). ამისსა შემდგომად სახითა მით ქმრისა სიკუდილისაჲთა იგავით ეტყჳს მოკუდომასა შჯულისასა, რაჲთა არა შეაწუხნეს იგინი განცხადებულად შეურაცხებითა შჯულისაჲთა; და ზედამიწევნით დაუმტკიცებს, ვითარმედ ესრეთ განთავისუფლებულ არიან მისგან, ვითარცა ცოლი — ქმრისაგან მომკუდრისა.

მოციქულისაჲ: ამისთჳს თქუენცა, ძმანო ჩემნო, მოჰკუედით შჯულისაგან ჴორცითა მით ქრისტესითა, რაჲთა იყვნეთ თქუენ სხჳსა მის მკუდრეთით აღდგომილისა, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ ღმრთისა (7,4).

თარგმანი: ვინაჲთგან ჰურიათა ეტყჳს, ამისთჳს არა შჯულისასა იტყჳს სიკუდილსა, არამედ მათსა, რაჲთა არა შეაწუხნეს გინებითა შჯულისაჲთა, და სიკუდილსა მას მათსა შჯულისაგან ჴორცითა მით იტყჳს, ესე იგი არს სიკუდილითა ქრისტესითა, რომლისა თანა მოჰკუედით ნათლისღებითა, რაჲთა იყვნეთ თქუენ სხჳსა მის, ესე იგი არს რომელმან მოგიყიდნა სისხლითა თჳსითა, და მკუდრეთით აღდგომასა მისსა თანა აღგადგინნა მკუდარ ქმნულნი შეცოდებითა. ვინაჲცა არღარა ხართ თავთა თჳსთანი, არამედ სასყიდლით სყიდულ ხართ, რაჲთა იყვნეთ თქუენ ნაყოფისა შემწირველ ღმრთისა მხოლოჲსა, და ცოდვაჲ თქუენ ზედა ვერღარა უფლებდეს, ვერცაღა შჯულიერნი იგი ჴორციელად ბრძანებანი საკუერთხთათჳს და მსხუერპლთა, საჭმელთა და სასუმელთა, და სხჳსა ესევითარისა.

მოციქულისაჲ: რამეთუ ვიდრე-იგი ვიყვენით ჴორცთა შინა, ვნებანი იგი ცოდვათანი შჯულისა მისგან იქმნებოდეს ასოთა შინა ჩუენთა, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ სიკუდილისაჲ (7,5).

თარგმანი: არა იტყჳს, ვითარმედ: "რაჟამს ვიყვენით შჯულსა შინა", რაჲთა არა ადგილ-სცეს მწვალებელთა სიტყუად, ვითარმედ: "ბოროტ იყო ძუელი იგი შჯული"; არამედ — "რაჟამს ვიყვენით ჴორცთა შინა"; რამეთუ ჴორც უწოდს ბოროტთა საქმეთა, ჴორცთა მიერ ქმნილისა ცოდვისათა. არცა ამას იტყჳს თუ: "მაშინ ჴორციელ ვიყვენით, ხოლო აწ უჴორცო ვართ", რამეთუ ამას ყოველსა ღონე-ჰყოფს რაჲთა არცა განცხადებულად მიზეზ ცოდვისა ყოს შჯული, არცა კუალად სრულიად თავისუფალ ყოს; რამეთუ მწარისა შემასმენელისა ადგილი ეპყრა შჯულსა და გამოაცხადებდა ცოდვათა, ხოლო არა თჳთ იგი გუაქმნევდა მათ. ამისთჳს არა იტყჳს, ვითარმედ: "შჯულისა მიერ", არამედ შჯულისაგან იქმნებოდესო, ესე იგი არს, ვითარმედ განქიქებულ იქმნებოდეს. არცა კუალად იტყჳს, ვითარმედ: "ასოთა მიერ ჩუენთა", არამედ — "ასოთა შინა ჩუენთა", რაჲთა არა ასოთა მიერ ქმნულად ჰგონნე ცოდვანი, და ბოროტად შეჰრაცხო გუამი კაცისაჲ, რომელი-ესე უჯერო არს. რამეთუ ასოთა მაქმნეველ გონებაჲ იყო, მიდრეკილი ეშმაკისა მიერ, ასოთა შინა ჩუენთა გამოიღოს ნაყოფი სიკუდილისაჲ; გინათუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს სიტყუად: ნაყოფის შემწირველ იქმნეს სიკუდილისა.

მოციქულისაჲ: ხოლო აწ განთავისუფლებულ ვართ შჯულისა მისგან და მოვკუედით, რომლითაიგი შეპყრობილ ვიყვენით, რაჲთა ვჰმონებდეთ ჩუენ განახლებულითა სულითა და არა დაძუელებულითა წიგნითა (7,6).

თარგმანი: ჰხედავა, ვითარ აქა შჯულსაცა ჰრიდებს და ჴორცთაცა, და არა იტყჳს, ვითარმედ: "განქარვებულ არს შჯული", ანუ ვითარმედ: "ჴორცნი", არამედ ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ჩუენ განქარვებულ ვართ შჯულისაგან და მომკუდარ ვართ მისგანცა, რომლითა შეპყრობილ ვიყვენით (ესე იგი არს სიკუდილი). ვითარ თუმცა იტყოდა, ვითარმედ: ჴსნილ ვართ შჯულისაგან და გამოჴსნილ ჩუენისა მის შემპყრობელისა სიკუდილისაგან. ამისთჳსცა თანა-გუაც მონებაჲ მისგან გამომჴსნელისა ჩუენისა ქრისტესი, რომლისა მონებად უგანცხადებულეს არს და უახლეს; ვითარ-იგი კაცის-კლვისასა უმაღლეს არს ყოვლად არა-განრისხებაჲ, და მრუშებისასა — არცა თუ გულისთქუმით მიხედვაჲ; რომელსა არღარა შჯული გჳბრძანებს, არამედ სული; ახალსა — ძუელისა წილ, და დაუჴსნელსა — დაჴსნადისა წილ; რამეთუ, სიტყჳსაებრ წინაჲსწარმეტყუელისა, სული წრფელი განახლდეს რაჲ შინაგან ჩუენსა, ჩუენცა განგუაახლებს ძალითა მადლით განღმრთობისაჲთა.

მოციქულისაჲ: რაჲ-მე უკუე ვთქუათ? შჯული ცოდვა-მე-არსა? - ნუ იყოფინ! არამედ ცოდვაჲ არა ვიცოდე, გარნა შჯულისაგან, რამეთუ გულისთქუმაჲ არა ვიცოდე, უკუეთუმცა არა შჯული იტყოდა, ვითარმედ: ნუ გული-გითქუამნ. (7,7).

თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ ცხად ჰყოფს, რამეთუ არცა თჳთ ცოდვა, არცა მომატყუებელ ცოდვისა, არამედ გამომაცხადებელ და შემასმენელ ოდენ ცოდვისა არს შჯული. არს და არამიმტყულად უმეცრებით ცოდვად. ხოლო ჰგონებდეს თ ვინმე, ვითარმედ პირველ შჯულისა ყოვლად არა იყო გულისთქუმაჲ გინა ცოდვაჲ, გულისჴმა-ყავნ, თუ ნაჲ იქმნა წყლით რღუნაჲ ანუ დაწუვაჲ სოდომისაჲ, თჳნიერ ცოდვისაგან და გულისთქუმისა. ამ არა ამას იტყჳს თუ: "ყოვლად უგულისთქუმო ვიყავ", არამედ ცოდვად არა ვიცოდეო გულის-თქუმაჲ არცა ალად შემერაცხა.

მოციქულისაჲ: მიზეზი უკუე პოვა ცოდვამან მცნებისა მისგან, და შექმნა ჩემ თანა ყოველი გულისთქუმაჲ, რამეთუ თჳნიერ შჯულისა ცოდვაჲ მკუდარ არს (7,8).

თარგმანი: იხილე, ვითარ იჴსნის შჯულსა ბრალობისაგან, იტყოდის რაჲ, ვითარმედ: მიზეზი პოვა ცოდვამან მცნებისა მისგან. ესე იგი არს მიზეზი, რამეთუ რაჟამს მაყენებნ ჩუენ ვინმე, ჩუენდა გულისსათქუმელისა საქმისაგან, უმეტესად აღეგზნის ჩუენ შორის ცეცხლი გულისთქუმისაჲ. ეგრეთვე აწ, რაჟამს გუაყენებდა მცნებაჲ შჯულისაჲ, რაჲთა არა გული-გჳთქუმიდეს, ესე რაჲ იხილეს ცოდვამან და უდებებამან, წინააღმდგომი მისი შთამოგჳთესეს, რაჲთა არღარა ერთისა რაჲსმე, არამედ ყოვლისავე ბოროტისა გულისთქუმაჲ დასთესონ ჩუენ შორის. რამეთუ თჳნიერ შჯულისა ცოდვაჲ მკუდარ არს, ესე იგი არს, ვითარმედ, ვიდრე არა აღნთებულ იყოს სანთელი მხილებისაჲ შჯულთა მიერ, ვითარცა ბნელსა შინა უმეცრებისასა ცოდვენ კაცნი, და ვითარცა მკუდარნი, უგრძნობელად იქმან, რასა-იგი იქმან.

სხუაჲ თარგმანი სევერიანესი: ვითარცა-იგი მაცხოვარსა ყოველთასა ცხორება და სიმართლე და მაცხოვარ სახელ-სდებენ წმიდანი წერილნი, ეგრეთვე ბოროტსა ეშმაკსა, ვითარ ვჰგონებ, აწინდელსა ამას ადგილსა ცოდვად სახელ-სდებს მოციქული და იტყჳს, ვითარმედ: მიზეზი პოვა ბოროტმან ეშმაკმან, და ვითარცა მომპოვნებელმან ცოდვისამან, ეგრეთვე სამართლად ცოდვად სახელდებულმან, და მაშინღა უმეტესი მოსწრაფებაჲ დადვა დათესვად ჩუენ შორის სიმრავლესა გულისთქუმათასა, რაჟამს შჯულმან გუამცნო არა გულისთქუმად, რაჲთა განამრავლოს საშჯელი ჩუენი ყოვლით კერძო გარდამავალ ყოფითა მცნებისაჲთა. ხოლო ესე ცხად არს, რომელ, იტყოდის რაჲ მოციქული, ვითარმედ: "შექმნა ჩემ შორის", თავისა თჳსისა მიერ ყოველსა კაცთა ბუნებასა მოასწავებს.

მოციქულისაჲ: ხოლო მე ცხოველ ვიყავ ოდესმე თჳნიერ შჯულისა. და ოდეს მოიწია მცნებაჲ იგი, ცოდვაჲ განცოცხლდა და მე მოვკუედ; და მეპოვა მე მცნებაჲ იგი, რომელი იყო საცხორებელად, იგივე სიკუდილად. რამეთუ ცოდვამან მან მიზეზი მიიღო მცნებისა მისგან, მაცთუნა მე და მის მიერ მომკლა (7,9-11).

თარგმანი: პირველ მოსესსა იტყჳს ცხოველ ყოფასა, და არა სიმრავლითა ცოდვათაჳთა მომკუდარ-ყოფასა ვითარმედ: მაშინ ბუნებითი ოდენ შჯული მაქუნდა მამხილებელად, ხოლო შემდგომად მოსესსა წერილისაჲცა იგი ზედა-დაერთო ბუნებითსა მას, და ვითარცა მკუდარი აღადგინა, უჩინოჲ საჩინო ყო დაფარულებაჲ ცოდვისაჲ, რომლითა მე მოვკუედ, რაჟამს არღარა უმეცრებით, არამედ მეცნიერებით ვცოდევდი და ცოდვისაგან დამაყენებელისა მის შჯულისასა არა ვისმენდი. ამისთჳსცა საცხორებელად მოცემული იგი ურჩებამან და უდებებამან ჩემმან სასიკუდინო ჩემდა ყო. რომლისათჳს არა მკურნალისაჲ, არამედ სენისა მის შემმატებელისაჲ არს] ბრალი და ცოდვისა მომპოვნებელისა და მაცთურებით მომაკუდინებელისა ეშმაკისაჲ, რომელმან სამოთხისა იგი მცნებისა გარდასლვაჲ შჯულისა მცნებათა გარდასლვასა თანა სასიკუდინო ჩუენდა ყო.

მოციქულისაჲ: ამიერითგან შჯული წმიდა არს და მცნებაჲ იგი - წმიდა და მართალ და კეთილ (7,12).

თარგმანი: შჯულად მოსეს მიერსა მას იტყჳს, ხოლო მცნებად — სამოთხეს შინა მიცემულსა მას პირველთა მამათადა, რომელსა წმიდად უწოდს, ვითარცა სიწმიდისა მასწავლელსა. ხოლო მართლად — ვითარცა მართლიად დამშჯელსა გარდამავალთა მისთასა; ხოლო კეთილად, - რამეთუ ცხორებისა განმამზადებელ იყო ყოველთათჳს, რომელთა დაიცვან იგი.

მოციქულისაჲ: აწ უკუე კეთილი იგი მე სიკუდილ მექმნაა? —ნუ იყოფინ! არამედ ცოდვაჲ იგი, რაჲთა ჩნდეს ცოდვა კეთილითა მით, რომელი იქმნა ჩემდა სიკუდილ, რაჲთა იყოს გარდარეულად ცოდვილ ცოდვაჲ იგი მცნებისა მისგან (7,13).

თარგმანი: ყოვლით კერძო თავისუფალ ჰყოფს შჯულსა, და ცოდვასა მიაჩემებს მკლველობასა თჳსსა, რამეთუ სიწმიდემან შჯულისამან გამოაჩინა არაწმიდებაჲ ცოდვისაჲ, და საჩინო ყო ყოველი იგი გესლი, სიკუდილისა მომატყუებელი; რაჲთა ესრეთ, რომელნი ივლტოდინ მისგან, ცხოვნდენ; ხოლო რომელნი ჰყუარობდენ-ღა მას, გარდარეულად იქმნნენ ცოდვილ ურჩებისათჳს, მცნებისა მისგან განმაყენებელისა.

მოციქულისაჲ: ესე უწყით, რამეთუ შჯული სულიერ არს, ხოლო მე ჴორციელ ვარ და განფრდილ ცოდვა (7,14).

თარგმანი: სულიერად უწოდს შჯულსა , ვითარცა მასწავლელსა სათნოებისასა და მბრძოლსა შეცოდებისასა. ხოლო თავისა მიერ თჳსისა ყოველსა კაცებასა შეასმენს; არა ვითარ-იგი არს ბუნებით, არამედ ვითარ-იგი იქმნა გულის-თქუმათაგან, მიდევნებითა ვნებულთა გემოთაჲთა. რამეთუ ჴორციელ ეწოდების ყოველთა მშჳნვიერთა და ქუეყნად დამზიდველთა საქმეთა, ვინაჲთგან მოკუდავებასა თანა შემოჴდა ბანაკებიცა ვნებათა პირად-პირადთაჲ, ვითარ რისხვაჲ და მწუხარებაჲ, გულის-თქუმაჲ ბოროტი, რომლითა ჴორციელი იგი კაცი მიეყიდა ცოდვასა. რამეთუ ესრეთ გულისჴმა-იყოფების განფრდილობაჲ, რაჟამს მიეყიდოს ვინ ცოდვასა.

მოციქულისა: რამეთუ რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი; რამეთუ არა რომელი-იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ, რომელი-იგი მძულს, მას ვჰყოფ (7,15).

თარგმანი: არა ამას იტყჳს, ვითარმედ: "უმეცრებით ვცოდავ", არამედ აღტაცებით; რამეთუ პირველ დაბადებითგან არავინ ყოფილ არს ესრეთ, რომელსამცა არა ჰქონებოდა მცირე გინა დიდი მხილებაჲ სჳნიდისისაჲ, არამედ რომელიმე წარმდებებით ცოდავს და რომელიმე აღტაცებით თანა-მიყოლითა ბილწისა მის გემოჲსაჲთა, რომელი შეარყევს კეთილისა მისგან ნებისა. და საძულელსა მას ესრეთ აქმნევს, ვითარცა საყუარელსა. ამისთჳს აწ არა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: "არა ვიცი თუ ბოროტ არს და უმეცრებით ვცოდავ", არამედ: "არა ვიცი თუ ვითარ წარვიტაცები და ნებისაგან კეთილისა შევირყევი, ვითარცა მიმძლა.

მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ, . აწ უკუე არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი- დამკჳდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაჲ (7,16-17).

თარგმანი: ბუნებითიცა და წერილისაჲცა შჯული დიდად აქებენ მას, რომელი-იგი დაღაცათუ ჩუეულებათაგან იძლეოდის ცოდვად, არამედ არცა ეგრეთ განიმართლებდეს თავსა მაქებელობითა ცოდვისაჲთა, უფროჲსღა განაქიქებდეს ძლეულებასა თჳსსა, ბილწად და უნებელად ქადაგებითა მისითა, რასა-იგი იქმს; ამას თანა განამართლებდეს-ცა შჯულსა ღმრთივ-მოცემულსა, ვითარმედ: არარაჲ დაუკლიეს მას ყოფად და სწავლად ჩუენდა ჯეროვნისა, რომლისათჳს აღვიარებ, ვითარმედ: მეცნიერებით ვცოდე გარეგან-ყოფითა თავისა ჩემისაჲთა, და მძლავრ დამონებითა ბილწთა ჩუეულებათაჲთა.