თარგმანი: ზემო იტყჳს შჯულისა სიკუდილსა. ხოლო აწ კუალად იტყჳს, ვითარმედ: თქუენცა მოჰკუედით მისგან, და არღარაჲ გაქუს მის თანა ზიარებაჲ, არამედ განთავისუფლებულ ხართო მისგან ჴორცითა მით ქრისტესითა, რომლითა ივნო ჩუენთჳს და გჳჴსნნა მონებისაგან შჯულისა მის აჩრდილისა. და ჩუენცა მოვკუედით მის თანა ნათლისღებითა და არღარა უფალ ვართ თავთა ჩუენთა, არამედ სასყიდლითა სყიდულნი ვართ, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ ღმრთისა. რამეთუ მაშინ ყოველი ნაყოფი ჩუენი სიკუდილისაჲ იყო, ხოლო აწ ღმრთისაჲ არს.
ჰრომაელთა მიმართ 7:4
3. აწ უკუე ცხორებასა ქმრისასა მემრუშედ ეწოდოს, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი მისი, თავისუფალ არს იგი შჯულისა მისგან, რაჲთა არა იყოს იგი მემრუშე, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა.4. ამისთჳს თქუენცა, ძმანო ჩემნო, მოჰკუედით შჯულისაგან ჴორცითა მით ქრისტესითა, რაჲთა იყვნეთ თქუენ სხჳსა მის მკუდრეთით აღდგომილისა, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ ღმრთისა.5. რამეთუ ვიდრე-იგი ვიყვენით ჴორცთა შინა, ვნებანი იგი ცოდვათანი შჯულისა მისგან იქმნებოდეს ასოთა შინა ჩუენთა, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ სიკუდილისა;
ჰრომაელთა მიმართ თავი 7