📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, ძმანო, რამეთუ ვითარცა მეცნიერთა შჯულისა გეტყჳ თქუენ, ვითარმედ შჯული უფლებს კაცსა ზედა, რავდენ ჟამ ცოცხალ არს იგი (7,1).
თარგმანი: ზემო თქუა, ვითარმედ: მოვკუედით ჩუენ ცოდვისაგან და ნუღარამცა უფლებს იგი ჩუენ ზედა, ვითარცა მკუდართა. ხოლო აწ ჰნებავს გამოჩინებად, ვითარმედ არცა ძუელი იგი შჯულიღა უფლებს ჩუენ ზედა; და კაცობრივსა სახესა შემოიღებს და იტყჳს, ვითარმედ: "შჯული უფლებს კაცსა ზედა, რავდენ ჟამ ცოცხალ არს იგი". ესე იგი არს, ვითარმედ: პირველ ქრისტეს მოსლვისა ცოცხალ იყო შჯული მოსესი და ჯერ-იყო მონებაჲ მისი. ხოლო ვინაჲთგან ქრისტე მოვიდა, იგი მოკუდა, და არღარად საჴმარ არს მისი აღსრულებაჲ.
მოციქულისაჲ: რამეთუ ქმრის ცოლი დედაკაცი შეკრულ არს შჯულითა; უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, განთავისუფლებულ არს იგი შჯულისა მისგან ქმრისაჲსა. ხოლო ცხორებასა ქმრისასა მრუშებად შეერაცხოს, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა. უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, თავისუფალ არს იგი შჯულისა მისგან, რაჲთა არა იყოს იგი მემრუშე, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა (7,2-3).
თარგმანი: ქმრად მოსეს შჯულსა იტყჳს და დედაკაცად — ერსა მას მორჩილსა მისსა. და იტყჳს, ვითარმედ: პირველ ქრისტეს მოსლვისა იგი ცოცხალ იყო, და მრუშება იყო მისგან განშორებაჲ. ხოლო აწ იგი მოკუდა და უჯერო არს მკუდრისა მის ცოლ ყოფაჲ. არამედ რომელი აწ შემოვიდა ახალი იგი სიძჱ — უკუდავი ქრისტე —მისდა ჯერ-არს შეყოფაჲ.
მოციქულისაჲ: ამიერითგან თქუენცა, ძმანო ჩემნო, მოჰკუედით შჯულისა მისგან ჴორცითა მით ქრისტესითა, რაჲთა იყვნეთ თქუენ სხჳსა მის მკუდრეთით აღდგომილისა, რაჲთა ნაყოფი გამოიღოთ ღმრთისა (7,4).
თარგმანი: ზემო იტყჳს შჯულისა სიკუდილსა. ხოლო აწ კუალად იტყჳს, ვითარმედ: თქუენცა მოჰკუედით მისგან, და არღარაჲ გაქუს მის თანა ზიარებაჲ, არამედ განთავისუფლებულ ხართო მისგან ჴორცითა მით ქრისტესითა, რომლითა ივნო ჩუენთჳს და გჳჴსნნა მონებისაგან შჯულისა მის აჩრდილისა. და ჩუენცა მოვკუედით მის თანა ნათლისღებითა და არღარა უფალ ვართ თავთა ჩუენთა, არამედ სასყიდლითა სყიდულნი ვართ, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ ღმრთისა. რამეთუ მაშინ ყოველი ნაყოფი ჩუენი სიკუდილისაჲ იყო, ხოლო აწ ღმრთისაჲ არს.
მოციქულისაჲ: რამეთუ ვიდრე-იგი ვიყვენით ჴორცთა შინა (7,5).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: რაჟამს ვიყვენით ჴორციელსა მას მოქალაქობასა შინა შჯულისასა, რამეთუ ჴორცად ჴორციელთა მათ მცნებათა იტყჳს, დადებულა ჭამისათჳს და სუმისა და ბანისა ჴორციელთა ასოთაჲსა და კეთროვნებისა და სხუათა ესევითართა.
მოციქულისაჲ: ვნებანი იგი ცოდვათანი იქმნებოდეს რჩულისა მისგან ასოთა შინა ჩუენთა (7,5).
თარგმანი: რაჟამს ბოროტთა მათ საქმეთა ჩუენთა არა დაუტეობდით და რჩული გუამხილებდა, მაშინ ვიცოდეთ, ვითარმედ ბოროტად ვიქმთ და ვნებანი ჴორცთანი იშვებოდეს რაჲ ასოთა შინა ჩუენთა, რომელ არიან გულის-სიტყუანი, მაშინ რჩული იგი, მამხილებელი ცოდვისაჲ, უფროჲსად დასასჯელ გუექმნებოდა და ცოდვა, ვინაჲთგან არა უსმენდით მას.
მოციქულისაჲ: რამეთუ აწ ესერა განთავისუფლებულ ხართ რჩულისა მისგან და მოვკუედით, რომლითა-იგი შეპყრობილ ვიყვენით, რაჲთა ვჰმონებდეთ განახლებულითა სულითა და არა დაძუელებულითა წიგნითა (7,6).
თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითამედ რჩული მაშინ ოდენ გუეტყოდა, რაჲთა არა ვცოდვიდეთ, და გამოაჩინა თუ რაჲ არს ცოდვაჲ, ხოლო ჩუენ ვნებათა მიერვე შეპყრობილ ვიყვენით და გუექმნებოდა იგი უმეტესად დასასჯელ. არამედ აწ განვთავისუფლდით მისგან. ვითარ განვთავისუფლდით? — რამეთუ ძუელი იგი კაცი, ცოდვისა მიერ დამონებული, მოკუდა და დაეფლა, რამეთუ ამისთჳს თქუა თუ — "მოვკუედით, რომლითა შეპყრობილ ვიყვენით", და აწ არღარა ვჰმონებთ დაძუელებულითა წიგნითა, ესე იგი არს, ვითარმედ არღარა გუაქუს ძუელი იგი რჩული დამსჯელად, არამედ სული წმიდაჲ შემწედ გუაქუს.