თარგმანი: შემაწუხებელი იგი სიტყუაჲ პირველი, ვითარცა სხუათა მიმართ თქუა, და საერთოდ, ხოლო სახარულევანსა ამას მათდა მიმართ იტყჳს, და სამ[· · ·]ვ̃ლოდ, ვითარმედ: ამით საცნაურ იქმნების ქრისტეს ყოფაჲ თქუენ შორის, რაჟამს ჴორცნი თქუენნი მკუდარ იყვნენ უქმებითა ცოდვისაჲთა, ხოლო სული — ცხოველ, მოქმედებითა სიმართლისაჲთა. ვინაჲცა თჳთ სიტყუაჲ ესე ესრეთ უსაკუთრეს არს: ხოლო სული —ცხორება სიმართლისათჳს; რამეთუ არა წესისაებრ შეუდგენს, და რაჟამს ჴორცთა მკუდრობაჲ თქუას, სულისა ცხოველობასა ოდენ კმა-იყოფს, არამედ ცხორებად უწოდს, ვითარმედ: მოქმედებაჲ სიმართლისაჲ არა ხოლო ცხოველობასა მიჰმადლებს სულსა, არამედ ცხოველსმყოფელობასაცა; რაჲთა არა ხოლო თავით თჳსით ცხოველ იყოს, არამედ ჴორცთა მოკუდავებისაცა ცხოველსმყოფელ იყოს.
ჰრომაელთა მიმართ 8:10
9. ხოლო თქუენ არა ხართ ჴორცთა შინა, არამედ სულთა, უკუეთუ სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის. უკუეთუ ვისმე სული ქრისტესი არა აქუს, იგი არა არს მისი.10. უკუეთუ ქრისტე თქუენ შორის არს, ჴორცნიმცა მკუდარ არიან ცოდვისათჳს, ხოლო სული - ცხოველ სიმართლისათჳს.11. უკუეთუ სული იგი აღმადგინებელისა იესუჲსი მკუდრეთით მკჳდრ არს თქუენ შორის, რომელმან-იგი აღადგინა ქრისტე მკუდრეთით, განაცხოველნეს მოკუდავნიცა ეგე ჴორცნი თქუენნი დამკჳდრებულისა მის მიერ თქუენ შორის სულისა მისისა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 8