მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 8:12

11. უკუეთუ სული იგი აღმადგინებელისა იესუჲსი მკუდრეთით მკჳდრ არს თქუენ შორის, რომელმან-იგი აღადგინა ქრისტე მკუდრეთით, განაცხოველნეს მოკუდავნიცა ეგე ჴორცნი თქუენნი დამკჳდრებულისა მის მიერ თქუენ შორის სულისა მისისა.12. აწ უკუე, ძმანო, თანა-გუაც არა ჴორცთაჲ, რაჲთა ჴორციელად სცხონდებოდით.13. რამეთუ უკუეთუ ჴორციელად სცხონდებოდით, მოსიკუდიდ ხართ; ხოლო უკუეთუ სულითა ჴორცთა საქმესა მოაკუდინებდეთ, სცხონდეთ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 8
12. აწ უკუე, ძმანო, თანა-გუაც არა ჴორცთაჲ, რაჲთა ჴორციელად სცხონდებოდით.
თავი ი̂ა. განძარცუვისათჳს ბუნებითთა ვნებათა შეთქუმულებისა მის მიერ, რომელი იქმნების სულისა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე, ძმანო, თანა-გუაც არა ჴორცთაჲ, რაჲთა ჴორციელად სცხოვნდებოდით, რამეთუ უკუეთუ ჴორციელად სცხოვნდებოდით, მოსიკუდიდ ხართ, ხოლო უკუეთუ სულითა ჴორცთა საქმესა მოაკუდინებდეთ, სცხოვნდეთ (8,12-13).:

თარგმანი: შემდგომად ესოდენისა ამის მადლისა გჳჩუენებს, ვითარმედ თანამდებ ვართ, რაჲთა ნებისაებრ ღმრთისა ვმოქალაქობდით, ხოლო რაჲთა არა რაჟამს გესმას არარაჲსა თანამდებობაჲ ჴორცთაჲ, არა სთქუა, ვითარმედ: "საჭიროჲსა მისგან ჴორცთა საჴმრისა დაგუაყენებს", ამისთჳს დაჰრთავს: "რაჲთა ჴორციელად სცხოვნდებოდით". ესე იგი არს მიდევნებულებაჲ ცოდვისაჲ და შედგომაჲ ჴორცთა გულისთქუმისაჲ, მომატყუებელნი უკუდავსა მას სიკუდილსა გეჰენიასა შინა. ამისგან დაგუაყენებს და გუასწავებს ღონესა მისგან განთავისუფლებისასა, ესე იგი არს, რაჲთა შეწევნითა სულისა წმიდისაჲთა ჴორციელნი ვნებანი მოვაკუდინნეთ და ესრეთ ვცხონდეთ ცხორებითა დაუსრულებელითა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის