თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ თქუმად, ვითარმედ: ამას ყოველსა ზედა ზეშთა-ვსძლევთ ჩუენ. რასა "ამას ყოველსა ზედა"? —ცხად არს, ვითარმედ, რაჟამს ყოველნივე-იგი ზემო თქუმულნი ჭირნი შეგუემთხჳნენ, შემდგომად მის ყოვლისა არა ხოლო მძლე, არამედ ზეშთამძლე ვართ. რამეთუ უჭირველად ძლევაჲ —ძლევა ოდენ არს, ხოლო ზეშთამძლეობა — ესე არს, რაჟამს შემდგომად მრავალთა ჭირთა შინა შთავრდომისა კუალად თჳთვე დაიმკჳდროს კაცმან სახელი მძლეობისაჲ, რამეთუ მაჭირვებელნი ჩუენნი გჳრგჳნისა მომატყუებელ გუექმნებიან ჩუენ, უკუეთუ ოდენ ვჰმადლობდეთ ესოდენ შემყუარებელსა და წინააღმდგომითა წინააღმდგომისა მომსყიდელსა ჩუენდა ძლევისასა ქრისტესა.
ჰრომაელთა მიმართ 8:37
36. რამეთუ შენთჳს მოვწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი.37. არამედ ამას ყოველსა ზედა ვსძლევთ ჩუენ მის მიერ, რომელმანცა-იგი შემიყუარნა ჩუენ,38. რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან,
ჰრომაელთა მიმართ თავი 8