1.არა-მე რაჲ დასაშჯელ არსა აწ ქრისტე იესუჲს მიერ მათდა, რომელნი-იგი არა ჴორცთაებრ ვლენან, არამედ სულისაებრ?2.რამეთუ შჯულმან სულისა ცხორებისამან ქრისტე იესუჲს მიერ განმათავისუფლა მე შჯულისა მისგან ცოდვისა და სიკუდილისა.3.რამეთუ შეუძლებელი იგი შჯულისაჲ, რომლითა უძლურ იყო ჴორცთა მათთჳს, ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა, მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა და ცოდვისათჳს, და საჯა ცოდვაჲ იგი ჴორცითა თჳსითა.4.რაჲთა სიმართლე იგი შჯულისაჲ აღესრულოს ჩუენ შორის, რომელნი არა ჴორციელად ვიქცევით, არამედ სულიერად.5.რამეთუ რომელნი-იგი ჴორციელად არიან, ჴორცთასა ზრახვენ, ხოლო რომელნი-იგი სულიერად არიან, - სულისასა.6.რამეთუ ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ სიკუდილ არს, ხოლო ზრახვაჲ იგი სულისაჲ ცხორება არს და მშჳდობა.7.რამეთუ ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ მტერობა არს ღმრთისა; რამეთუ შჯულსა მას ღმრთისასა ვერ დაემორჩილების და ვერცა ძალ-უც.8.რამეთუ რომელნი-იგი ჴორცთა შინა არიან, ღმრთისა სათნო-ყოფად ვერ ძალ-უც.9.ხოლო თქუენ არა ხართ ჴორცთა შინა, არამედ სულთა, უკუეთუ სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის. უკუეთუ ვისმე სული ქრისტესი არა აქუს, იგი არა არს მისი.10.უკუეთუ ქრისტე თქუენ შორის არს, ჴორცნიმცა მკუდარ არიან ცოდვისათჳს, ხოლო სული - ცხოველ სიმართლისათჳს.11.უკუეთუ სული იგი აღმადგინებელისა იესუჲსი მკუდრეთით მკჳდრ არს თქუენ შორის, რომელმან-იგი აღადგინა ქრისტე მკუდრეთით, განაცხოველნეს მოკუდავნიცა ეგე ჴორცნი თქუენნი დამკჳდრებულისა მის მიერ თქუენ შორის სულისა მისისა.12.აწ უკუე, ძმანო, თანა-გუაც არა ჴორცთაჲ, რაჲთა ჴორციელად სცხონდებოდით.13.რამეთუ უკუეთუ ჴორციელად სცხონდებოდით, მოსიკუდიდ ხართ; ხოლო უკუეთუ სულითა ჴორცთა საქმესა მოაკუდინებდეთ, სცხონდეთ.14.რამეთუ რომელნი სულითა ღმრთისაჲთა ვლენან, ესენი არიან ძენი ღმრთისანი.15.რამეთუ არა მიგიღებიეს სული იგი მონებისაჲ, რაჲთამცა კუალად გეშინოდა, არამედ მიგიღებიეს სული იგი შვილებისაჲ, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო!16.იგივე სული ეწამების სულსა ამას ჩუენსა, რამეთუ ვართ შვილნი ღმრთისანი.17.ხოლო უკუეთუ შვილ, მკჳდრცა, მკჳდრ ღმრთისა თანა და თანა-მკჳდრ ქრისტესა. უკუეთუ მის თანა ვივნოთ, მის თანაცა ვიდიდნეთ.18.რამეთუ მე ესრე მგონიეს, ვითარმედ ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ.19.რამეთუ იჭჳ იგი დაბადებისაჲ გამოჩინებასა მას შვილთა ღმრთისათა მოელის,20.რამეთუ ამაოებასა დაემორჩილა დაბადებული არა ნებსით, არამედ მის მიერ, რომელმან-იგი დაამორჩილა, სასოებით.21.რამეთუ თჳთ იგიცა დაბადებული გან-ვე-თავისუფლდეს მონებისაგან ხრწნილებისა აზნაურებასა მას დიდებისა შვილთა ღმრთისათა.22.უწყით, რამეთუ ყოველი დაბადებული თანა-კუნესის და თანა-ელმის მოაქამდე.23.არა ხოლო თუ იგი, არამედ თჳთ ჩუენცა, რომელთა- ესე პირველი ნაყოფი სულისაჲ გუაქუს, თჳთ ჩუენცა თავთა შინა ჩუენთა ვკუნესით და შვილებასა მას მოველით, გამოჴსნასა მას ჴორცთა ჩუენთასა,24.რამეთუ სასოებით ვცხონდებით. ხოლო სასოებაჲ ხილული არა არს სასოება, რამეთუ რომელსა-იგი ვინმე ხედავნ, რაჲსაღა-მე ესავნ?25.ხოლო ჩუენ, რომელსა არა ვხედავთ, ვესავთ, რამეთუ მოთმინებით მოველით.26.ეგრეთვე და სულიცა იგი თანა-შეეწევის უძლურებათა ჩუენთა, რამეთუ რაჲმცა იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით; არამედ თჳთ იგი სული მეოხ არს ჩუენთჳს სულ-თქუმითა მით უსიტყუელითა.27.ხოლო რომელი-იგი გამომეძიებელ არს გულთაჲ, იცის, თუ რაჲ არს ზრახვაჲ იგი სულისაჲ, რამეთუ ღმრთისა მიმართ მეოხ არს წმიდათათჳს.28.ესე უწყით, რამეთუ ღმრთის მოყუარეთა ყოველივე განემარჯუების კეთილად, რომელნი-იგი ბრძანებით ჩინებულ არიან.29.რამეთუ რომელნი-იგი წინაწარ იცნნა, წინაწარცა განაჩინნა თანა-მსგავსად ხატისა მის ძისა თჳსისა, რაჲთა იყოს იგი პირმშო მრავალთა შორის ძმათა;30.ხოლო რომელნი-იგი წინაწარ განაჩინნა, მათცა უწოდა; და რომელთა-იგი უწოდა, იგინიცა განამართლნა; და რომელნი-იგი განამართლნა, იგინიცა ადიდნა.31.რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამისთჳს? უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძჳრის მყოფელ ჩუენდა?32.რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ?33.ვინ არს მაბრალობელ რჩეულთა მათ ღმრთისათა? ღმერთი არს განმამართლებელ.34.და ვინ არს დამსჯელ? ქრისტე იესუ, რომელი მოკუდა, უფროჲს-ღა აღდგა; რომელი-იგი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელიცა-იგი მეოხ არს ჩუენთჳს.35.ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშლოებამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან? ვითარცა წერილ არს:36.რამეთუ შენთჳს მოვწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი.37.არამედ ამას ყოველსა ზედა ვსძლევთ ჩუენ მის მიერ, რომელმანცა-იგი შემიყუარნა ჩუენ,38.რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან,39.არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.
მოციქულისაჲ: აწ უკუე თავადი მე გონებითა ჩემითა ვჰმონებ მე შჯულსა ღმრთისასა, ხოლო ჴორცითა — შჯულსა ცოდვისასა (7,25).
თარგმანი: ზემოთქუმული იგი თანა-მნებავსი აწინდელითა გამოთარგმანა მონებითა, რამეთუ ესე არს "თანა-მნებავს შჯულსა ღმრთისასა", ვითარმედ: ვჰმონებ შჯულსა ღმრთისასა, და უწყი სჳნიდისისა მიერ დამტკიცებითა სიმაღლე და სიწმიდე მისი გონებასა შინა ჩემსა, დაღაცათუ...
მიციქულისაჲ: არა-მე რაჲ დასასჯელ არს აწ, რომელნი-იგი ქრისტე იესუჲს მიერ არიან (8,1).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ აწ არღარაჲ აჭირვებს ესევითარი მძლავრებაჲ ქრისტეს მოყუარეთა.
მოციქულისაჲ: ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა (8,3).
თარგმანი: რამეთუ ვინაჲთგან რჩული უძლურ იქმნა ბოროტისა მისგან ნებისა ჴორცთასა დაჴსნად ცოდვისა, ამისთჳს მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი. ხოლო რომელ იტყჳს თუ "მსგავს", ნუ ჰგონებ თუ სხუებრნი რაჲმე იყვნეს, ოდენ მსგავსნი ამათნი. ნუ იყოფინ! არამედ...
მოციქულისაჲ: რამეთუ მე ესრე მგონიეს, ვითარმედ ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელი გამოჩინებად არს ჩუენდა (8,18).
თარგმანი: წუთჟამობასა აქათა ამათ ჭირთასა გჳჩუენებს, და ვითარმედ ვერარას შემძლებელ ვართ შესწორებად შრომათა სიმრავლესა, მოსაგებელთა მათ ღმრთისა მიერთა გარდამატებულებასა თანა, ხოლო გამოჩინებადობაჲ, და უსაკუთრეს არს თქუმად, ვითარმედ: გამოცხადებადობაჲ მერმისა დიდებისაჲ ჯეროვნად თქუა, რამეთუ არს აქაცა მერმე იგი...
მოციქულისაჲ: რამეთუ იჭჳ იგი დაბადებისაჲ გამოცხადებასა შვილთა ღმრთისათა მოელის (8,19).
თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ დაბადებულნი ყოველნი დიდად მოელიან ამათ კეთილთა მოსლვასა, რომელნი-ესე აწ ვაჴსენენით, რამეთუ "იჭუად" ამას ადგილსა მტკიცესა მას მოლოდებასა იტყჳს.
მოციქულისაჲ: რამეთუ ამაოებასა დაემორჩილა დაბადებული არა ნეფსით (8,20).
თარგმანი: რაჲ არს ესე თუ "დაემორჩილა"? — განხრწნილ იქმნაო. რაჲსათჳს? —შენთჳს, ჵ კაცო, რამეთუ ვინაჲთგან შენ მიიღე ვნებული ეგე და მოკუდავი ჴორცი, გარდაჰჴედ...
პავლესი: არა-მე რაჲ დასასჯელ არს აწ, რომლნი-იგი ქრისტე იესუჲს მიერ არიან (8,1).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ აწ არღარაჲ აჭირვებს ესევითარი მძლავრებაჲ ქრისტეს მოყუარეთა.
პავლესი: ღმერთმან ძეჱ თჳსი მოავლინა მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა (8,3).
თარგმანი: რამეთუ ვინაჲთგან რჩული უძლურ იქმნა ბოროტისა მისგან ნებისა ჴორცთაჲსა დაჴსნად ცოდვისა, ამისთჳს მოავლინა ღმერთმა ძჱ თჳსი, ხოლო რომელ იტყჳს თუ "მსგავს", ნუ ჰგონებ თუ სხუებრნი რაჲმე იყვნეს ოდენ მსგავსნი ამათნი. ნუ იყოფინ! არამედ ესევითარნი...
მოციქულისაჲ: ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა - ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშულოებამან ანუ ურვამან ანუ მახჳლმან? (8,35).
თარგმანი: "ვინობაჲ" თქუა ნაცვალად "არავინობისა", ვითარმედ: ვერვინ შემძლებელ არს განშორებად ჩუენდა სიყუარულისა მისგან, რომლითა-იგი მან თავადმან ქრისტემან შემიყუარნა ჩუენ. ხოლო რაჲსათჳს არა საშუებელთა, არამედ სატანჯველთა აღჰრიცხუავს? — გარნა ამისთჳს, რამეთუ საშუებელთა შეურაცხ-ყოფასა სატანჯველთა შეურაცხყოფაჲ უზეშთაეს არს; რამეთუ დიდ არს,...
თარგმანი გრიგოლ ღმრთისმეტყუელისაჲ: ესე სიტყუაჲ მწვალებელთა მიიღეს შემწედ უკეთურებისა მათისაჲ, ვითარმედ: აჰა მეოხ არს ვითარცა უდარესი უმაღლესისა მიმართ. არამედ სცთებით უგუნურებისაგან, ჵ უბადრუკნო, რამეთუ მეოხებაჲ ესე არა ვითარცა უმცირესისაჲ უდიდესისა მიმართ არს, ანუ თუ ღმრთეებისაჲ, არამედ მეოხ არს სახითა მით შუამდგომელობისაჲთა, ვითარცა-იგი სულიცა მეოხ არსო ჩუენთჳს, ეგრეთვე ქრისტე, რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთი შუამდგომელი ღმრთისა და კაცთაჲ — კაცი იესუ ქრისტე, რამეთუ ბუნებითა მით კაცობრივითა...