მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ი̂გ. თანანადებისა მისთჳს ქრისტეს სიყუარულისა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა - ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშულოებამან ანუ ურვამან ანუ მახჳლმან? (8,35).

თარგმანი: "ვინობაჲ" თქუა ნაცვალად "არავინობისა", ვითარმედ: ვერვინ შემძლებელ არს განშორებად ჩუენდა სიყუარულისა მისგან, რომლითა-იგი მან თავადმან ქრისტემან შემიყუარნა ჩუენ. ხოლო რაჲსათჳს არა საშუებელთა, არამედ სატანჯველთა აღჰრიცხუავს? — გარნა ამისთჳს, რამეთუ საშუებელთა შეურაცხ-ყოფასა სატანჯველთა შეურაცხყოფაჲ უზეშთაეს არს; რამეთუ დიდ არს, უკუეთუ სოფლიოჲ დიდებაჲ არავინ ანაცვლოს დიდებასა მას საუკუნესა, არამედ ესე უდიდეს არს, რაჟამს ჴორცთა თჳსთა ჭირითა მოიგოს იგი. ხოლო სახელითა ამით ჭირისაჲთა ზოგად ყოველნი განსაცდელთა შემთხუევანი წარმოთქუნა; არა ხოლო აქა წერილნი, არამედ იგინიცა, რომელნი აქა არა მოუჴსენებიან.

მოციქულისაჲ: ვითარცა წერილ არს: რამეთუ შენთჳს მოვსწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი (8,35-36).

თარგმანი: დავითის მიერ საწამებელისა სიტყჳსა შემოღებითა ორმეოცდამესამისა ფსალმუნისაგან სარწმუნო ჰყოფს სიტყუასა თჳსსა, ვითარმედ: უკუეთუ ძუელნი იგი ქუეყნიერთა კეთილთა მიმთხუევისათჳს არა ჰრიდებდეს თავთა თჳსთა, რაოდენ უფროჲს ჩუენ თანა-გუაც არა-რიდობაჲ ჴორციელთა ჭირთა შემთხუევისაჲ, საუკუნეთა მათ კეთილთა ზეცისათა მიმთხუევისათჳს; რამეთუ თჳთ წინაჲსწარმეტყუელი დავით ამით გულისჴმის-ყოფითა იტყოდა დღითი-დღედსა სიკუდილსა, ვითარმედ: დაღაცათუ ვის ფრიად ევნოს, ერთ ოდენ არს ბუნებითი შემთხუევაჲ საჲ, არამედ უახლესი და უახლესი ლი შეემთხუეოდა ღმრთისათჳს, რამეთუ გონებითი იგი დღითი-დღედი განმზადებულ-ყოფაჲ სიკუდილისა თ ესევითარსა სასყიდელსა მოატყუებს, ვითარმცა დღითი-დღე მომკუდარ ქრისტესთჳს.

მოციქულისაჲ: არამედ ამას ყოველსა ზედა-ვსძლევთ ჩუენ მის მიერ, რომელმანცა-იგი შემიყუარნა ჩუენ (8,37).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ თქუმად, ვითარმედ: ამას ყოველსა ზედა ზეშთა-ვსძლევთ ჩუენ. რასა " ყოველსა ზედა"? —ცხად არს, ვითარმედ, რაჟამს ყოველნივე-იგი ზემო თქუმულნი ჭირნი შეგუემთხჳნენ, შემდგომად მის ყოვლისა არა ხოლო მძლე, არამედ ზეშთამძლე ვართ. რამეთუ უჭირველად ძლევაჲ —ძლევა ოდენ არს, ხოლო ზეშთამძლეობა — ესე არს, რაჟამს შემდგომად მრავალთა ჭირთა შინა შთავრდომისა კუალად თჳთვე დაიმკჳდროს კაცმან სახელი მძლეობისაჲ, რამეთუ მაჭირვებელნი ჩუენნი გჳრგჳნისა მომატყუებელ გუექმნებიან ჩუენ, უკუეთუ ოდენ ვჰმადლობდეთ ესოდენ შემყუარებელსა და წინააღმდგომითა წინააღმდგომისა მომსყიდელსა ჩუენდა ძლევისასა ქრისტესა.

მოციქულისაჲ: რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან, არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა მას ღმრთისასა, რომელ არს ქრისტეს იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა (8,38-39).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო აწინდელნი და სოფლიონი წარმოთქუნა ჭირნი, აწ კუალად შესძინებს მერმეთა მათთჳს, ვითარმედ: არა ხოლო საწუთრომან სიკუდილმან და ცხორებამან, არამედ ვერცა საუკუნემან სიკუდილმან და ცხორებამან. ამისსა შემდგომად ანგელოზთა იტყჳს, მთავრობათა და ძალთა; არა თუ ვითარმცა ესენი ვის განაშორებდეს ქრისტესგან, - ნუ იყოფინ! — არამედ ზეშთა გარდამატებულებისათჳს სიყუარულისა თჳსისა ამას დასდებს საზღვრად, ვითარმედ: დასთაცა თუ-მცა ამათგანი ვინმე მაწუევდა, მერვე-მცა დამარწმუნა განშორებად ქრისტესგან; რამეთუ არა ქრისტესთა მათთჳს მიყუარს ქრისტე, არამედ ქრისტესობისათჳს მიყუარან ქრისტესნი იგი. ხოლო "არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან" — ესე ხილულისათჳს უთქუამს და უხილავისა სოფლისა. ხოლო სიმაღლედ და სიღრმედ ვიეთნიმე ესრეთ იტყჳან: სიმაღლედ — სასუფეველსა, და სიღრმედ - გეჰენიასა; სხუანი — საუკუნოდ ცხორებასა და სიკუდილსა საუკუნესა; სხუანი — ფრიად პატივსა და ფრიად უპატიოებასა.

ხოლო წარმოთქუნა რაჲ ყოველნი დაბადებულნი, ხილულნი და უხილავნი, ამისთჳს შეძინებს, ვითარმედ: "არცა სხუამან დაბადებულმან", რომელი-ესე ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: "არცა სხუამან რამან-მე დაბადებულმან". ესე იგი არს, ვითარმედ დაღაცათუ სხუაჲ რაჲმე დაიბადოს თჳნიერ ხილულთა ამათ და უხილავთაჲსა, ვერცა მან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა მას ღმრთისასა.

სიყუარული ღმრთისაჲ თქუა, რაჲთა დაგიმტკიცოს, ვითარმედ ზემოჲ იგი სიყუარული, რომლითა შემიყუარნა ჩუენ ღმერთმან, უეჭუელად თანამდებ გუყოფს, რაჲთა ჩუენცა შევიყუაროთ იგი ძალისაებრ ჩუენისა; რომელი-იგი ვერ-ვინაჲთ სხჳთ მოგუემადლების ჩუენ, თჳნიერ უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესსა, ხოლო განჴორციელებითა მისითა მოგუეცნეს ყოველნი კეთილნი, საწუთრონი და საუკუნენი, ყოფილნი და ყოფადნი, რაჟამს მოგჳყიდნა სისხლითა მისითა.