მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 8:5

4. რაჲთა სიმართლე იგი შჯულისაჲ აღესრულოს ჩუენ შორის, რომელნი არა ჴორციელად ვიქცევით, არამედ სულიერად.5. რამეთუ რომელნი-იგი ჴორციელად არიან, ჴორცთასა ზრახვენ, ხოლო რომელნი-იგი სულიერად არიან, - სულისასა.6. რამეთუ ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ სიკუდილ არს, ხოლო ზრახვაჲ იგი სულისაჲ ცხორება არს და მშჳდობა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 8
5. რამეთუ რომელნი-იგი ჴორციელად არიან, ჴორცთასა ზრახვენ, ხოლო რომელნი-იგი სულიერად არიან, - სულისასა.
თავი ი̂ა. განძარცუვისათჳს ბუნებითთა ვნებათა შეთქუმულებისა მის მიერ, რომელი იქმნების სულისა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელნი-იგი ჴორციელად არიან, ჴორცთასა ზრახვენ; ხოლო რომელნი-იგი სულიერად არიან, —სულისასა; რამეთუ ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ სიკუდილი არს, ხოლო ზრახვაჲ იგი სულისაჲ — ცხორება არს და მშჳდობა (8,5-6).:

თარგმანი: სახელი ესე ზრახვისაჲ დაღაცათუ სხუაგან სხუებრ, ხოლო აქა ნებად გულისჴმა-იყოფების, რამეთუ სხუაჲ ჰნებავს ჴორცთა, და სხუაჲ — სულსა, და თითოეული თჳსისა ნებისა მიმართ მიგჳზიდავს, და რომელი-იგი მიწისაჲ არს ჩუენ შორის, მიწად მიგჳწოდს, ხოლო ზეცისაჲ იგი — ზეცად. და ვიდრემდის თითოეული მათი საზომსა ზედა გუეპყრნენ, კეთილად შესაწევნელ არიან ურთიერთას, ხოლო რაჟამს ჴორცთა ნებასა მივედევნნეთ, და სულისაჲ დაუტეოთ, მიერითგან ზედა-აღმდგომ ექმნებიან სულსა და განმხრწნელ ყოველთავე ნაყოფთა მისთა. ამისთჳსცა, არა არსებაჲ, არამედ ნებაჲ ოდენ ჴორცთაჲ უჯერო არს, რამეთუ მოკუდავებად და ხრწნილებად მიგჳწოდს მიდევნებითა გემოთაჲთა და აღრჩევითა ცოდვისაჲთა, რომელი-ესე მაშინ განემართვის, რაჟამს უდარესი დავამონოთ უაღრესსა. და ზრახვაჲ, (რომელ არს ნებაჲ) ჴორცთაჲ, დავთრგუნოთ, ვითარცა მოკუდავი და განხრწნადი. ხოლო ზრახვაჲ სულისაჲ შევიტკბოთ, ვითარცა დაუსრულებელად მაცხოვნებელი, და ცხორებად საუკუნოდ მიმყვანებელი, რომელ არს ქუეყანაჲ მშჳდთაჲ აღმავსებელი მშჳდობითა წარუვალითა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის