მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 9:14

13. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: იაკობი შევიყუარე, ხოლო ესავი მოვიძულე.14. რაჲ-მე უკუე ვთქუათ? ნუ სიცრუვე-მე არსა ღმრთისა თანა? ნუ იყოფინ!15. რამეთუ მოსეს ესრეთ ეტყჳს: შევიწყალო, რომელი-იგი შევიწყალო, და შევიწყნარო, რომელი-იგი შევიწყნარო.
ჰრომაელთა მიმართ თავი 9
14. რაჲ-მე უკუე ვთქუათ? ნუ სიცრუვე-მე არსა ღმრთისა თანა? ნუ იყოფინ!
თავი ი̂დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ესავი მოვიძულე. რაჲ-მე უკუე ვთქუათ? სიცრუვე-მე არსა ღმრთისა თანა? ნუ იყოფინ! (9,13-14).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა თუ ღმრთისა თანა უსამართლოებაჲ არს, არამედ სამართლად მოიძულა ესავ, რამეთუ ბოროტი იყო. და ღმერთმან ყოველივე წინაჲსწარ იცის, ვითარცა-იგი უდაბნოს მყოფთა ჰურიათათჳს. რაჲ სთქუათ; არა ყოველთავე ქმნესა ჴბოჲ? და ვითარ იტყჳს თუ "შევიწყალო, რომელი შევიწყალო"? რამეთუ, ვინაჲთგან უსამართლოებაჲ არა არს ღმრთისა თანა და მათ ყოველთავე სწორად ქმნეს ჴბოჲ, ვითარ ანუ არა ყოველნი შეიწყალნა, ანუ არა ყოველნი წარწყიდნა? — გარნა ამისი ჯერ-არს მოგონებაჲ, ვითარმედ თუალითა მით ღმრთეებისა მისისაჲთა ხედავს დაფარულთა გულთა კაცთასა, და იცოდა თუ ვიეთი ჯერ-იყო შენდობაჲ ანუ ვიეთი — არა. და არცა უკუე აწინდელთა ჰურიათა ზედა არს ღმრთისა მიერ ვნებაჲ, რამეთუ რომელნი ღირსად გამოჩნდენ თჳსითა სარწმუნოებითა, იგინი ცხოვნდებიან და ურწმუნონი წარწყმდებიან.

თავი ი̂დ. დაცემისათჳს არაჭეშმარიტისა ისრაელისა და წოდებისათჳს ჭეშმარიტისა და რჩეულისა, შემდგომად წარმართთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲ-მე უკუე ვთქუათ? ნუ სიცრუვე-მე არსა ღმრთისა თანა? — ნუ იყოფინ; რამეთუ მოსეს ესრეთ ეტყჳს: შევიწყალო, რომელი-იგი შევიწყალო, და შევიწყნარო, რომელი-იგი შევიწყნარო (9,14-15).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ნუუკუე და სიცრუვე ვინ დასწამოს ღმერთსა უღრმესსა ამას შინა, რამეთუ პირველ შობისა იაკობი შეიყუარა კეთილ ყოფისათჳს, და ესავი მოიძულა ბოროტ ყოფისათჳს, რაჟამს უხუცესი მონა ყო უმრწემესისა. რაჲ სთქუა უცხადესსა ამას შინა, ვითარ უდაბნოსა ზედა ყოველთა ზოგად ქმნეს ჴბოჲ და უზორეს კერპსა; არამედ ჯერეთ არცა მათი ბრალისა სიმცროჲ გინა სიდიდე საცნაურ იქმნა მოსესდა. ამისთჳს ეტყჳს ღმერთი, ვითარცა წერილ არს წიგნსა გამოსლვათასა: "შევიწყალო, რომელი შევიწყალო, და შევიწყნარო, რომელი შევიწყნარო", რამეთუ არა შენი არს საქმე ეგე, ჵ მოსე, რომელი-ეგე სისწორესა ოდენ ხედავ ბრალისასა, ვითარ ყოველთავე თაყუანის-სცეს კერპსა. ხოლო მე შინაგანი უწყი გონებაჲ თითოეულისაჲ, თუ რომელი იყო გონებით მეძიებელ და მომპოვნებელ ბოროტისა, ანუ რომელი თანა-წარტაცებითა სხუათაჲთა იქმნა ბოროტ. აწ უკუე მოციქული ამით სიტყჳთა პირსა დაუყოფს მათ, რომელნი გამოეძიებდენ განკითხვათა ღმრთისათა; ვითარმედ უკუეთუ მოსე, რომელსა ესმა ღმრთისაგან — "გიცი შენ უფროჲს ყოველთა" () —უმეცარ იყო სიღრმესა ღმრთისა საშჯელთასა, ვინ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის